1.უფლება მიეცეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო უმაღლეს საბჭოსთან არსებული ორგანიზაციები – უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით.
2.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებს აგრეთვე ცვლილებები დამტკიცებულ საშტატო ნუსხებსა და თანამდებობრივ სარგოებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განხორციელებული ცვლილებების შედეგად უცვლელი რჩება საშტატო რიცხოვნება, თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები.
3.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში მხარჯავ დაწესებულებებს უფლება აქვთ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულება გაავრცელონ მხოლოდ იმ მოსამსახურეებზე, რომლებზედაც 2006 წლის 1 იანვრამდე ვრცელდებოდა აღნიშნული მუხლის მოქმედება.
4.2013 წლის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიების, კანონმდებლობით დადგენილი დანამატებისა და დახმარებების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
5.ამასთანავე მხარჯავი დაწესებულებები უფლებამოსილი არიან გაზარდონ მათთვის წლიური ბიუჯეტის ეკონომიკური შრომის ანაზღაურების მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არა უმეტეს ამავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა.
6.დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ბიუჯეტის დამტკიცებამდე აღმასრულებელი ხელისუფლება უფლებამოსილია მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ასიგნებების 1/12 –ის ოდენობისა; დაუშვებელია ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების გაცემა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის გარეშე; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №178 - ვებგვერდი, 29.11.2013 წ.
