აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 24

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 22 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანების შესასრულებლად, აფხაზეთის მთავრობის დადგენილების საფუძველზე, შეიძლება შემოღებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობა.

2.(ამოღებულია - 07.02.2025, № 02-ს).

3.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მთავრობის თავმჯდომარე.

4.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

5.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი: ა) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას; ბ) ახორციელებს მინისტრისათვის ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, აგრეთვე საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს; გ) ასრულებს მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს; დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.

6.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, რომლის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას განსაზღვრავს მთავრობა.

7.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს უფლებამოსილება უწყდება ამ კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 7 თებერვლის კანონი N02-ს - ვებგვერდი, 11.02.2025 წ. თავი VIII საქვეუწყებო დაწესებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 14 მარ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 ნოე. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 11 თებ. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24¹1112816221112278201724
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…საქართველოს მთავრობის …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა