Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებმუხლი 15

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ

მუხლი 15. თანამდებობრივი სარგოები, პრემიები, დანამატები და დახმარებები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 25 ნოე. 2014

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.უფლება მიეცეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების და აგრეთვე წარმომადგენლობების საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობასთან შეთანხმებით, აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო უმაღლეს საბჭოსთან არსებული ორგანიზაციები – უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით.

2.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებს აგრეთვე ცვლილებები დამტკიცებულ საშტატო ნუსხებსა და თანამდებობრივ სარგოებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განხორციელებული ცვლილებების შედეგად უცვლელი რჩება საშტატო რიცხოვნება, თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები.

3.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში მხარჯავ დაწესებულებებს უფლება აქვთ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის  მე-3 პუნქტის დებულება გაავრცელონ მხოლოდ იმ მოსამსახურეებზე, რომლებზედაც 2006 წლის 1 იანვრამდე ვრცელდებოდა აღნიშნული მუხლის მოქმედება.

4.2014 წლის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიების, კანონმდებლობით დადგენილი დანამატებისა და დახმარებების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

5.ამასთანავე მხარჯავი დაწესებულებები უფლებამოსილი არიან გაზარდონ მათთვის წლიური ბიუჯეტის ეკონომიკური შრომის ანაზღაურების მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არა უმეტეს ამავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა.

6.დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ბიუჯეტის დამტკიცებამდე აღმასრულებელი ხელისუფლება უფლებამოსილია მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ასიგნებების 1/12 –ის ოდენობისა; დაუშვებელია ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების გაცემა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის გარეშე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის 16 იანვრის კანონი №186 - ვებგვერდი, 22.01.2014 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის 15 აპრილის კანონი №199 - ვებგვერდი, 15.04..2014 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის 31 ივლისის კანონი №209 - ვებგვერდი, 06.08.2014 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის 25 ნოემბრის კანონი №213 - ვებგვერდი, 28.11.2014 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 28 ნოე. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 22 იან. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ნოე. 2014 · №5

  • 4 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საჯარო სამსახურის … 71საჯარო სამსახურის … 71

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"

  • 15თანამდებობრივი სარგოები, პრემიები, დანამატები და დახმარებები

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

  • 15თანამდებობრივი სარგოები, პრემიები, დანამატები და დახმარებები

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

  • 30თანამდებობრივი სარგოები , პრემიები , დანამატები და დახმარებები

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

  • 16თანამდებობრივი სარგოები, პრემიები, დანამატები და დახმარებები

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"

  • 30თანამდებობრივი სარგოები, პრემიები, დანამატები და დახმარებები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ

  • 17თანამდებობრივი სარგოები, ფულადი ჯილდო, დანამატები და დახმარებები

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

  • 22სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო
  • 12ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობა
  • 8მოხელის თანამდებობრივი სარგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 11¹უმაღლესი საბჭოს წევრის გასამრჯელო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 14უმაღლესი საბჭოს წევრის გასამრჯელო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 24

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
71303011¹151571162212814241715
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საჯარო სამსახურის შესა…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ნოე. 2014 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026