სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

მუხლი 1. სადაზვერვო საქმიანობა

რედაქცია №7კონსოლიდირებული · 27 აპრ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სადაზვერვო საქმიანობა არის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციათა და პირთა მოქმედებების, გეგმების, მიზნების, რეალური და პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენა ინფორმაციის მოპოვებითა და მისი ანალიზით, აგრეთვე საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის მეშვეობით.

2.სადაზვერვო საქმიანობას თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ: ა) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური (შემდგომში – სამსახური) – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ და გარემოს დაცვის სფეროებში; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფები – სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკურ, სამხედრო-ეკონომიკურ და გარემოს დაცვის სფეროებში; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სადაზვერვო ქვედანაყოფები – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროში.

3.სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სადაზვერვო ქვედანაყოფები ქმნიან საქართველოს დაზვერვის სისტემას.

4.საქართველოს დაზვერვის სისტემის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს სახელმწიფოსათვის მოსალოდნელი საგარეო საფრთხის პროგნოზირება და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის ინფორმაციის დროულად მიწოდება; ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სადაზვერვო (პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ, სამეცნიერო-ტექნიკურ, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში) ინფორმაციის მოპოვება, მისი ანალიზი და დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტისათვის, საქართველოს პარლამენტისათვის და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელთათვის მიწოდება; გ) საქართველოს საგარეო-პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო-სტრატეგიული კურსის გატარებისათვის ხელის შეწყობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. საქართველოს 2004 წლის 21 მაისის კანონი №65 - სსმ I, №13, 02.06.2004 წ., მუხ.47 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №817 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.196 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3155 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.144 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №621 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.227

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 5 დეკ. 2008-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 2 ივნ. 2004 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
51327253785231
მნიშვნელობით ახლოსსადაზვერვო საქმიანობის…კონტრდაზვერვითი საქმია…საქართველოს დაზვერვის …ეროვნული უსაფრთხოების …საქართველოს სახელმწიფო…თავდაცვის კოდექსი