Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებმუხლი 2

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 6 დეკ. 2018
თემები:კიბერდანაშაული და ციფრული ექსპერტიზააქტივების დაბრუნება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კონტრდაზვერვითი საქმიანობა – საქართველოს სპეციალური სამსახურების მიერ არასამართალდაცვითი მიზნებისათვის განხორციელებული სპეციალური (ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური) ღონისძიებების სისტემა, რომელიც მიმართულია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების გამოსავლენად და თავიდან ასაცილებლად; ბ) ოპერატიული საქმიანობა – კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ღია თუ ფარული ფორმებითა და მეთოდებით განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება; გ) ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობა – კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ფარული ფორმებითა და მეთოდებით განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება; დ) ოპერატიული ინფორმაცია – ოპერატიული ან/და ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის შედეგად მიღებული მონაცემები; ე) კონტრდაზვერვითი ინფორმაცია – მონაცემები, რომლებიც ასახავს უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტულ საქმიანობას და მათთან დაკავშირებულ გარემოებებს; ვ) სპეციალური სამსახურები – საქართველოს ხელისუფლების სპეციალური ორგანოები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ დაზვერვით ან/და კონტრდაზვერვით (ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ და სხვა) ღონისძიებებს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით; ზ) უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები – უცხო ქვეყნის სპეციალური ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ; თ) უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა – უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა, რომლის მიზანია: თ.ა) სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება; თ.ბ) საქართველოს ხელისუფლებასა და მის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად; ი) ოპერატიული აღრიცხვის საქმე – ფიზიკური ან იურიდიული პირების სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის და მათთან დაკავშირებული ქმედებებისა და გარემოებების შესწავლისა და დოკუმენტირებისათვის სპეციალური სამსახურების ოპერატიულ წარმოებაში არსებული საქმე, რომელშიც სისტემატიზებული და კონცენტრირებულია მასთან დაკავშირებით მოპოვებული ოპერატიული მასალები; კ) საქართველოს პირი: კ.ა) საქართველოს მოქალაქე; კ.ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოქალაქეების მიერ; ლ) უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა – ნებისმიერი იურიდიული პირი, გარდა ამ მუხლის „კ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა; მ) უცხო ქვეყნის წარმომადგენელი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; ნ) ელექტრონული თვალთვალი − ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები; ო) შეთანხმებული ელექტრონული თვალთვალი – ელექტრონული თვალთვალი, განხორციელებული სატელეფონო ან სხვა სახის ელექტრონული კავშირის ერთ-ერთი მონაწილე მხარის წერილობითი თანხმობით; პ) ელექტრონული თვალთვალის და ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (შემდგომ − უფლებამოსილი ორგანო); ჟ) ელექტრონული თვალთვალის ობიექტი − პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება; რ) ელექტრონული თვალთვალის ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი − ელექტრონული თვალთვალის ობიექტის სარგებლობაში არსებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი ან მომხმარებლის სახელი; ს) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები − „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ 62 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები; ტ) სპეციალური სამსახური − საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამინისტროების/სამსახურების იმავე დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფები; უ) ზედამხედველი მოსამართლე − საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელიც გასცემს ამ კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანებას, აგრეთვე ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანებას და ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში აკონტროლებს: უ.ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას კონტროლის ელექტრონული სისტემითა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით; უ.ბ) ამ კანონის 14 7 მუხლის საფუძველზე ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით; ფ) კონტროლის ელექტრონული სისტემა − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტროლის ელექტრონული სისტემა; ქ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა; ღ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემა − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა; ყ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკი (შემდგომ − მონაცემთა ცენტრალური ბანკი) − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული მონაცემთა ცენტრალური ბანკი; შ) ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია − ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული და ამ კანონის 14 2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამუშავებული ინფორმაცია, რომელსაც აქვს ღირებულება კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №477 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

რედაქციების შედარება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კონტრდაზვერვითი საქმიანობა – საქართველოს სპეციალური სამსახურების მიერ არასამართალდაცვითი მიზნებისათვის განხორციელებული სპეციალური (ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური) ღონისძიებების სისტემა, რომელიც მიმართულია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების გამოსავლენად და თავიდან ასაცილებლად; ბ) ოპერატიული საქმიანობა – კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ღია თუ ფარული ფორმებითა და მეთოდებით განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება; გ) ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობა – კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ფარული ფორმებითა და მეთოდებით განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება; დ) ოპერატიული ინფორმაცია – ოპერატიული ან/და ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის შედეგად მიღებული მონაცემები; ე) კონტრდაზვერვითი ინფორმაცია – მონაცემები, რომლებიც ასახავს უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტულ საქმიანობას და მათთან დაკავშირებულ გარემოებებს; ვ) სპეციალური სამსახურები – საქართველოს ხელისუფლების სპეციალური ორგანოები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ დაზვერვით ან/და კონტრდაზვერვით (ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ და სხვა) ღონისძიებებს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით; ზ) უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები – უცხო ქვეყნის სპეციალური ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ; თ) უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა – უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა, რომლის მიზანია: თ.ა) სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება; თ.ბ) საქართველოს ხელისუფლებასა და მის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად; ი) ოპერატიული აღრიცხვის საქმე – ფიზიკური ან იურიდიული პირების სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის და მათთან დაკავშირებული ქმედებებისა და გარემოებების შესწავლისა და დოკუმენტირებისათვის სპეციალური სამსახურების ოპერატიულ წარმოებაში არსებული საქმე, რომელშიც სისტემატიზებული და კონცენტრირებულია მასთან დაკავშირებით მოპოვებული ოპერატიული მასალები; კ) საქართველოს პირი: კ.ა) საქართველოს მოქალაქე; კ.ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოქალაქეების მიერ; ლ) უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა – ნებისმიერი იურიდიული პირი, გარდა ამ მუხლის „კ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა; მ) უცხო ქვეყნის წარმომადგენელი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; ნ) ელექტრონული თვალთვალი − ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები; ო) შეთანხმებული ელექტრონული თვალთვალი – ელექტრონული თვალთვალი, განხორციელებული სატელეფონო ან სხვა სახის ელექტრონული კავშირის ერთ-ერთი მონაწილე მხარის წერილობითი თანხმობით; პ) ელექტრონული თვალთვალის და ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (შემდგომ − უფლებამოსილი ორგანო); ჟ) ელექტრონული თვალთვალის ობიექტი − პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება; რ) ელექტრონული თვალთვალის ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი − ელექტრონული თვალთვალის ობიექტის სარგებლობაში არსებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი ან მომხმარებლის სახელი; ს) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები − „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ 62 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები; ტ) სპეციალური სამსახური − საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამინისტროების/სამსახურების იმავე დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფები; უ) ზედამხედველი მოსამართლე − საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელიც გასცემს ამ კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანებას, აგრეთვე ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელებისსაუბრების შესახებფარული ბრძანებასმიყურადება და ამ კანონითჩაწერა, დადგენილიინფორმაციის წესითმოხსნა და დადგენილ ფარგლებში აკონტროლებს: უ.ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისფიქსაცია „ა“კავშირგაბმულობის ქვეპუნქტითარხებიდან გათვალისწინებული(კავშირგაბმულობის ღონისძიებისსაშუალებებთან, განხორციელებასკომპიუტერულ კონტროლისქსელებთან, ელექტრონულისახაზო სისტემითაკომუნიკაციებთან და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით; უ.ბ) ამ კანონის 14 7 მუხლის საფუძველზე ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით; ფ) კონტროლის ელექტრონული სისტემა − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტროლის ელექტრონული სისტემა; ქ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა; ღ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემა − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურისასადგურო სააგენტოსაპარატურასთან შესახებ“მიერთებით) საქართველოსელექტრონული, კანონისმექანიკური მე-2ან მუხლისსხვა „ლ“ტექნიკური ქვეპუნქტითსაშუალებების გათვალისწინებულიგამოყენებით; სისტემა;ო) ყ)შეთანხმებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკი (შემდგომ − მონაცემთა ცენტრალური ბანკი) − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული მონაცემთა ცენტრალური ბანკი;თვალთვალი შ)– ელექტრონული თვალთვალისთვალთვალი, ღონისძიებისგანხორციელებული შედეგადსატელეფონო მოპოვებულიან ინფორმაციასხვა −სახის ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული და ამ კანონის 14 2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამუშავებული ინფორმაცია, რომელსაც აქვს ღირებულება კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის. საქართველოს 2017 წლის 22 მარტისკავშირის კანონიერთ-ერთი №477მონაწილე -მხარის ვებგვერდი,წერილობითი 27.03.2017წ.თანხმობით.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 30 მარ. 2020· გამოქვეყნდა 27 მარ. 2017
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კიბერდანაშაული (თავი XXXV) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების აღდგენა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2018-12-06 · №7

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2017-03-27
2
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11მუხლი 14²მუხლი 14⁷მუხლი 9ელექტრონული კომუნი… 2

მიუთითებენ მასზე

ელექტრონული კომუნი… 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 9კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებები
  • 1კონტრდაზვერვითი საქმიანობის ცნება
  • 10კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
  • 2სადაზვერვო საქმიანობა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

  • 1ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა

პოლიციის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 1სადაზვერვო საქმიანობა

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

  • 1ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
112191114²14⁷110232222
მითითებამნიშვნელობით ახლოსკონტრდაზვერვითი საქმია…ელექტრონული კომუნიკაცი…სადაზვერვო საქმიანობის…საჯარო სამართლის იურიდ…ოპერატიულ-სამძებრო საქ…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 6 დეკ. 2018