1.ფაქტების კონსტატაციის საფუძველია ფაქტების კონსტატაციის მოთხოვნით დაინტერესებული მხარის მიმართვა.
2.დაინტერესებული მხარე, რომლის მიმართვის საფუძველზედაც აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფაქტების კონსტატაციას, შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, ადმინისტრაციული ორგანო.
3.დაინტერესებული მხარის მიმართვა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დაინტერესებული მხარის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მისამართის, დასადგენი გარემოების, ადგილმდებარეობის, სადაც უნდა განხორციელდეს ფაქტების კონსტატაცია, ქონების მფლობელის, რომლის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში უნდა განხორციელდეს ფაქტების კონსტატაცია, შესახებ.
4.აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ან/და ხელს შეუწყობს ფაქტების კონსტატაციას. ინფორმაციის მიუწოდებლობა ფაქტების კონსტატაციაზე უარის თქმის საფუძველია.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ფაქტების კონსტატაციის საფუძველია ფაქტების კონსტატაციის მოთხოვნით დაინტერესებული მხარის მიმართვა.2. დაინტერესებული მხარე, რომლის მიმართვის საფუძველზედაც აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფაქტების კონსტატაციას, შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, ადმინისტრაციული ორგანო.3. დაინტერესებული მხარის მიმართვა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დაინტერესებული მხარის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მისამართის, დასადგენი გარემოების, ადგილმდებარეობის, სადაც უნდა განხორციელდეს ფაქტების კონსტატაცია, ქონების მფლობელის, რომლის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში უნდა განხორციელდეს ფაქტების კონსტატაცია, შესახებ.4. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ან/და ხელს შეუწყობს ფაქტების კონსტატაციას. ინფორმაციის მიუწოდებლობა ფაქტების კონსტატაციაზე უარის თქმის საფუძველია.საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 17 მაი. 2012-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 მაი. 1999 – 17 მაი. 2012მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…სანოტარო მოქმედებათა შ…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…სისხლის სამართლის საერ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №134 · ბოლოს შემოწმდა