სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 91²¹. აღსრულების შესახებ ბრძანება

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას აღსრულების შესახებ.

2.აღსრულების შესახებ ბრძანება გამოიცემა მსესხებლის მიერ გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობიდან ან არაჯეროვნად შესრულებიდან 15 დღის შემდეგ, თუ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის უფრო ხანგრძლივი ვადა ან გამსესხებელი არ მოითხოვს აღნიშნული ვადის გაზრდას.

3.აღსრულების შესახებ ბრძანება უნდა შეიცავდეს: ა) ბრძანების ნომერსა და გამოცემის ადგილს; ბ) ბრძანების გამოცემის თარიღს; გ) სესხის ხელშეკრულების ნომერს; დ) გამსესხებლის (კრედიტორის) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს; ე) მსესხებლის (მოვალის) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს; ვ) დავალიანების ოდენობას; ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

4.აღსრულების შესახებ ბრძანება მოქმედებს გამოცემის დღიდან. იგი მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ გამსესხებელი აღსრულების შესახებ ბრძანების გამოცემამდე არ განაცხადებს უარს მის დაუყოვნებლივ აღსრულებაზე. აღსრულების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად წარდგენის ვადაა მისი გამოცემიდან 5 წელი. აღსრულების შესახებ ბრძანების ასლები ეგზავნება გამსესხებელსა და მსესხებელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას აღსრულების შესახებ. 2. აღსრულების შესახებ ბრძანება გამოიცემა მსესხებლის მიერ გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობიდან ან არაჯეროვნად შესრულებიდან 15 დღის შემდეგ, თუ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის უფრო ხანგრძლივი ვადა ან გამსესხებელი არ მოითხოვს აღნიშნული ვადის გაზრდას. 3. აღსრულების შესახებ ბრძანება უნდა შეიცავდეს: ა) ბრძანების ნომერსა და გამოცემის ადგილს; ბ) ბრძანების გამოცემის თარიღს; გ) სესხის ხელშეკრულების ნომერს; დ) გამსესხებლის (კრედიტორის) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს; ე) მსესხებლის (მოვალის) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს; ვ) დავალიანების ოდენობას; ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. 4. აღსრულების შესახებ ბრძანება მოქმედებს გამოცემის დღიდან. იგი მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ გამსესხებელი აღსრულების შესახებ ბრძანების გამოცემამდე არ განაცხადებს უარს მის დაუყოვნებლივ აღსრულებაზე. აღსრულების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად წარდგენის ვადაა მისი გამოცემიდან 5 წელი. აღსრულების შესახებ ბრძანების ასლები ეგზავნება გამსესხებელსა და მსესხებელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №90 · ძალაშია 13 თებ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 1 სექ. 2012 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16591²⁰91⁹212872832632866311057591²¹
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ზოგადი ადმ…სანოტარო მოქმედებათა შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა