Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 5

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 5. კრედიტორთა მოთხოვნები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:ვალის ამოღების სასამართლოდირექტორთა დავებიარაუზრუნველყოფილი მოთხოვნების ამოღებასასესხო დავებიპრობლემური აქტივების მონიტორინგი და მართვავალის ამოღება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.კრედიტორული მოთხოვნა არის ვალი ან ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, რომელიც შეიძლება ფულადი სახით გამოიხატოს, რომლის შესრულების ვალდებულება ან შესრულებისთვის პასუხისმგებლობა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის მოვალეს ეკისრება და რომელიც, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ვადამოსულ მოთხოვნებს, დაუზუსტებელ მოთხოვნებს, პირობით მოთხოვნებსა და ვადამოუსვლელ (სამომავლო) მოთხოვნებს.

2.კრედიტორს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს (არსებობის შემთხვევაში) და წარუდგინოს მას კრედიტორული მოთხოვნა, თუ ის განსხვავდება მოვალის მიერ აღიარებული მოთხოვნის ოდენობისგან. ეს ვადა შეიძლება აღდგენილ იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად. ამ ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი ნებისმიერი მოთხოვნა დაგვიანებულად მიიჩნევა.

3.კრედიტორს, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად შეტყობინება არ გაეგზავნა, უფლება აქვს, მოთხოვნა წარადგინოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების თაობაზე შეტყობიდან 30 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 1 წლისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

4.მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს უფლება აქვს, მოთხოვნის ოდენობისა და მისი ნამდვილობის შესამოწმებლად კრედიტორისგან დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები გამოითხოვოს.

5.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის წარდგენა ან გაზრდა დაუშვებელია. მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი აღნიშნულ მოთხოვნას კრედიტორთა რეესტრში შეიტანს არაუმეტეს იმ ოდენობით, რომელიც აღიარებულია მოვალის მიერ და სადავო არ გამხდარა.

6.საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი (შემდგომ − საპენსიო ფონდი) ამ კანონის მიზნებისთვის არ არის კრედიტორი. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაწილის საკუთრებაში არსებულ საპენსიო აქტივებთან მიმართებით კრედიტორი/კრედიტორები არის/არიან შესაბამისი მონაწილე ან მონაწილის მემკვიდრე/მემკვიდრეები. ამ კანონის შესაბამისად რეაბილიტაციის მმართველის ან/და გაკოტრების მმართველის მიმართვის შემთხვევაში საქართველოს საპენსიო ფონდი ვალდებულია აღნიშნულ პირს/პირებს მიაწოდოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია შესაბამისი დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შესახებ, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ მონაცემებთან შედარების შედეგად მიღებული ინფორმაცია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3607 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4315 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 მაი. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 ნოე. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  2. … – 20 ნოე. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მაი. 2025· გამოქვეყნდა 12 ივლ. 2024

    მე-5 მუხლის მე-6 პუნქტში „საპენსიო სააგენტო“ ყველგან შეიცვალა „საქართველოს საპენსიო ფონდით“, ხოლო ინფორმაციის მიწოდების წინადადება შეიცვალა ისე, რომ ადრესატი შეიძლება იყოს რამდენიმე პირიც და ინფორმაცია ეხება დამსაქმებლის საპენსიო შენატანებს.

  2. 20 ნოე. 2023

    მე-5 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვით საპენსიო სააგენტო კრედიტორი არ არის, პენსიის აქტივებთან მიმართებით კრედიტორია მონაწილე ან მემკვიდრე, ხოლო სააგენტოს ეკისრება მმართველისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 5¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სესხის დეფოლტის სამართალწარმოება9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გადახდის უძლურობის欺诈5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვენჩურული სესხის კონსულტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომერციული დავალიანების ამოღება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №5

  • 2 ცვლილება · ბოლო 12 ივლ. 2024
  • 4 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სამოქა… 65მუხლი 65

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 51გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე შეტყობინების გაგზავნა
  • 52კრედიტორთა რეესტრის შედგენა
  • 46კრედიტორის მიერ შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 18კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი
  • 34აღსრულების შეწყვეტა
  • 36აღსრულების შეჩერება და მისი ვადები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 367ვალდებულების შესრულების დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლება
  • 394ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ვალდებულების დარღვევისას
  • 392მოვალის პასუხისმგებლობა კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 17პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნები ემიტენტის მიმართ
  • 23პროგრამის კრედიტორთა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების დაკმაყოფილება ემიტენტის ლიკვიდაციისას

მეწარმეთა შესახებ

  • 51ზრუნვის მოვალეობა განსაკუთრებულ ვითარებაში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18343665367394392655152465117235
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…იპოთეკით დაცული ობლიგა…მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026