Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბიუჯეტო კოდექსიმუხლი 63

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მუხლი 63. სესხის მიმღების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებები და პირობები

რედაქცია №69 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:სასესხო დავებივალის ამოღების სასამართლოვალის ამოღებაბუღალტერიასაერთაშორისო ტრანზაქციებისასესხო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების წარმოშობისთანავე სესხის გამცემს უფლება აქვს, სესხის მიმღების მიმართ გამოიყენოს სესხის ხელშეკრულებით, ამ კოდექსით და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

2.ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, სესხის მიმღების მიმართ იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.

3.ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად სესხის გამცემი ვალდებულია ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების წარმოშობიდან არა უგვიანეს 6 თვისა წერილობით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. სესხის გამცემის წერილობითი შეტყობინება უნდა ეფუძნებოდეს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების არსებობას, უნდა განსაზღვრავდეს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების ოდენობას, წარმოშობის საფუძვლებს და უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას.

4.ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების საფუძველია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა სესხის გამცემის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.

5.ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ სესხის გამცემის წერილობითი შეტყობინების საქართველოს ფინანსთა სამინისტროში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 6 თვისა საქართველოს ფინანსთა მინისტრი იხილავს და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების ან გამოუყენებლობის შესახებ. სახელმწიფო ინტერესებად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, საწარმოებზე (რომელთა აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები) და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე იურიდიულ/ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები. ამ ვადის გასვლის შემდეგ სესხის გამცემის თხოვნა ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ ითვლება დაუკმაყოფილებლად.

6.ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

7.ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აქტის გასაჩივრება არ გამოიწვევს მისი აღსრულების, ასევე აღსრულების პროცესში განხორციელებულ ქმედებათა შეჩერებას. საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3265 - სსმ I, №32 06.07.2010 წ., მუხ.198 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

წინა მუხლი 62შემდეგი მუხლი 64

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სესხის დეფოლტის სამართალწარმოება8 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამომხმარებლო ვალის ამოღება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამომხმარებლო დავალიანების სამართალწარმოება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრედიტორული და დებიტორული ანგარიშები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №69

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 113¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 113¹სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხები
  • 61სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება

საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

  • 7ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები
  • 8ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადის დამთავრება ან რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტა
  • 3ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და  ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 870დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 238საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა საგადასახადო ორგანოს მიერ
  • 254საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფა საგადასახადო დავის პერიოდში
  • 58უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის და მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო ვალდებულების შესრულება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 31¹პასუხისმგებლობა მიმღების მიერ ან მისი საშუალებით ინიციირებული საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 90²სახელმწიფო ორგანოების მიერ პერიოდულად შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე გადაწყვეტილებების აღსრულება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 19დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის გადახდის ვადები და პროცედურები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
78390²870113¹612382545831¹1963
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …საგადასახადო დავალიანე…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…საგადახდო სისტემისა და…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026