ჯანმრთელობის დაცვის იმ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომლებსაც ახორციელებს სააგენტო, სამედიცინო დაწესებულების მიმართ განმახორციელებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული და/ან რეგულირების სააგენტოს კონტროლის/რევიზიის აქტებით დაკისრებული საჯარიმო სანქციების, აგრეთვე ამავე პროგრამების ფარგლებში ამ დაწესებულების სხვა ფულადი ვალდებულებების გადახდის ადმინისტრირება განხორციელდეს ამ დადგენილების №1 დანართის 19 1 მუხლის პირობებით, თუ სამედიცინო დაწესებულების მიმართ სააგენტოს აქვს ფულადი ვალდებულებები ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილება №199 – ვებგვერდი, 29.05.2023წ.
საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 5⁸
რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 18 სექ. 2026
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

