Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაჯანმრთელობის დაცვის შესახებმუხლი 16

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

მუხლი 16

რედაქცია №64 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო მართვის მექანიზმებია: ა) ექიმთა სერტიფიცირება, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირება, სამედიცინო დაწესებულებაზე ნებართვის გაცემა; ბ) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) დამტკიცება; დ) სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი, ფარმაციისა და ფარმწარმოების მოწესრიგება; ე) ახალი სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვისათვის ხელის შეწყობა; ვ) პაციენტსა და სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს შორის ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ზ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისათვის ხელის შეწყობა; თ) სამედიცინო პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ი) სამედიცინო მეცნიერების განვითარებისათვის ხელის შეწყობა; კ) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმირება და ეპიდემიოლოგიური კონტროლი; ლ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარებისათვის ხელის შეწყობა სათანადო ინსტ იტუციური მოწყობისა და სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების განხორციელების გზით; ლ 1 ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ სამედიცინო სერვისით სარგებლობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდების დანერგვისათვის ხელის შეწყობა; მ) (ამოღებულია - 19.02.2015, №3094).

2.სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია დაწესდეს მომსახურების საფასური და მისი განაკვეთები, განისაზღვროს საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები, აგრეთვე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების პირობები.

3.სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში სახელმწიფო მართვის მექანიზმების უზრუნველსაყოფად სამინისტრო მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით ახორციელებს შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლს, რისთვისაც იგი უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში არსებული ნორმების დაცვის ხელშემწყობი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, მათ შორის, ინფორმაციის საზოგადოებისთვის/სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში მოქმედი, სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული პირებისთვის მიწოდება, მათი ცნობიერების ამაღლება და სხვა ქმედითი ღონისძიებების განხორციელება; ბ) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე შევიდეს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ობიექტზე. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების პროცედურა, წესი და პირობები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; გ) მოითხოვოს ნებისმიერი მასალის, ნივთის, ნივთიერების, დოკუმენტის, საზედამხედველო ობიექტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის დათვალიერება, ხელშეუხებლობა, დალუქვა ან/და ამოღება, რაც გონივრულობის ფარგლებში აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების წესები, მათ შორის, მათი განხორციელების ვადები, განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით; დ) განახორციელოს აზომვა, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, გააკეთოს ჩანაწერი, ამონაწერი, მოითხოვოს დოკუმენტის ასლის გადაღება; ე) შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გამოწეროს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის ფორმა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით; ვ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა და გასცეს შესაბამისი მითითება; ზ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გასცეს სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის ფორმა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

4.სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევა. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

5.ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებისას გამოიყენება ანაზღაურების შეჩერების/დაკავების მექანიზმები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში, განსაზღვრული წესითა და პირობებით. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87 საქართველოს 2001 წლის 25 მაისის კანონი №889 – სსმ I, №15, 11.06.2001 წ., მუხ.50 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №974 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.73 საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144 საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4816 - სსმ I, №19, 01.06.2007წ., მუხ.171 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3553 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.282 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3094 - ვებგვერდი, 27.02.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3094 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6847 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3455 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო მართვის მექანიზმებია: ა) ექიმთა სერტიფიცირება, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირება, სამედიცინო დაწესებულებაზე ნებართვის გაცემა; ბ) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) დამტკიცება; დ) სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი, ფარმაციისა და ფარმწარმოების მოწესრიგება; ე) ახალი სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვისათვის ხელის შეწყობა; ვ) პაციენტსა და სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს შორის ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ზ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისათვის ხელის შეწყობა; თ) სამედიცინო პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ი) სამედიცინო მეცნიერების განვითარებისათვის ხელის შეწყობა; კ) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმირება და ეპიდემიოლოგიური კონტროლი; ლ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარებისათვის ხელის შეწყობა სათანადო ინსტ იტუციური მოწყობისა და სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების განხორციელების გზით; ლ 1 ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ სამედიცინო სერვისით სარგებლობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდების დანერგვისათვის ხელის შეწყობა; მ) (ამოღებულია - 19.02.2015, №3094). 2. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია დაწესდეს მომსახურების საფასური და მისი განაკვეთები, განისაზღვროს საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები, აგრეთვე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების პირობები. 3. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში სახელმწიფო მართვის მექანიზმების უზრუნველსაყოფად სამინისტრო მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით ახორციელებს შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლს, რისთვისაც იგი უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში არსებული ნორმების დაცვის ხელშემწყობი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, მათ შორის, ინფორმაციის საზოგადოებისთვის/სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში მოქმედი, სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული პირებისთვის მიწოდება, მათი ცნობიერების ამაღლება და სხვა ქმედითი ღონისძიებების განხორციელება; ბ) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე შევიდეს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ობიექტზე. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების პროცედურა, წესი და პირობები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; გ) მოითხოვოს ნებისმიერი მასალის, ნივთის, ნივთიერების, დოკუმენტის, საზედამხედველო ობიექტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის დათვალიერება, ხელშეუხებლობა, დალუქვა ან/და ამოღება, რაც გონივრულობის ფარგლებში აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების წესები, მათ შორის, მათი განხორციელების ვადები, განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით; დ) განახორციელოს აზომვა, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, გააკეთოს ჩანაწერი, ამონაწერი, მოითხოვოს დოკუმენტის ასლის გადაღება; ე) შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გამოწეროს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის ფორმა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით; ვ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა და გასცეს შესაბამისი მითითება; ზ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გასცეს სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის ფორმა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. 4. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების სფეროებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევა. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. 5. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებისას გამოიყენება ანაზღაურების შეჩერების/დაკავების მექანიზმები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში, განსაზღვრული წესითა და პირობებით. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2013 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.87 საქართველოს 2001 წლის 25 მაისის კანონი №889 – სსმ I, №15, 11.06.2001 წ., მუხ.50 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №974 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.73 საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144 საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4816 - სსმ I, №19, 01.06.2007წ., მუხ.171 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3553 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.282 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3094 - ვებგვერდი, 27.02.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5  ივლისის  კანონი №3094  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6847 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3455 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №50 · ძალაშია 1 აგვ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 16¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №64

  • 17 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 4
  • 15
  • 85³

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 9ჯანმრთელობის დაცვა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 28ჯანმრთელობის დაცვის უფლება

პენიტენციური კოდექსი

  • 139ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 3 (დანართი 1)სახელმწიფო კონტროლის მიზნებისა და მექანიზმების განსაზღვრა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 31სამინისტროს კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში
  • 32საქართველოს მთავრობის კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 26სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმები

საექიმო საქმიანობის შესახებ

  • 67საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სახეები

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

  • 30საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
67313241585³28263 (და…91393016
მნიშვნელობით ახლოსჯანმრთელობის დაცვის შე…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს კონსტიტუცი…პენიტენციური კოდექსისაქართველოს გარემოს და…საზოგადოებრივი ჯანმრთე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №64 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026