2024 წლის 1 იანვრიდან ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) ფარგლებში დამდგარი შემთხვევა (გარდა გეგმური ამბულატორიისა) იმ ბენეფიციარებს, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კერძო სადაზღვევო სქემებში, უპირატესად უფინანსდებათ ორგანიზაციას/ფიზიკურ პირსა და კერძო სადაზღვევო კომპანიას შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთანავე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი თანხის შემდგომ დარჩენილი თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამავე დადგენილების №1 დანართით გაწერილი პირობებისა და ლიმიტების შესაბამისად განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისთვის ასანაზღაურებელი თანხისა. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №431 – ვებგვერდი, 31.10.2023წ.
საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 5⁹
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

