აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 4 (დანართი 1). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 17 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა არის მართკუთხა ქსოვილი პროპორციით 2/3, რომელსაც გაჰკვეთს შვიდი ჰორიზონტალური ზოლი: 1-3-5-7 ზოლი ლაჟვარდისფერი, ხოლო 2-4-6 ზოლი თეთრი ფერის. დროშის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოსახულება ერთვის ამ კონსტიტუციას.

2.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი არის ტალღისებურად გადაკვეთილი ჰერალდიკური ფარი, ცენტრში მცირე  ჰერალდიკური ფარით.  მცირე ჰერალდიკურ ფარზე მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი, ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარის პირველ ნაწილში მწვანე ველზე გამოსახულია ოქროს ციხე. ფარის მეორე ნაწილში ლაჟვარდ ველზე გამოსახულია სამი ოქროს მონეტა ორი ერთზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულება ერთვის ამ კონსტიტუციას.

3.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშისა და გერბის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს და აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის კანონმდებლობით. თავი II. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები, ფინანსები და ქონება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 24 მაი. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 20 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1 (და…28 (დ…1321071992144 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სახელმწიფო…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა