საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახვის ფორმები

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში გამოისახება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად.

2.მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად.

3.სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს სრული სახით ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის (ფერთა გრაფიკული გამოსახვის ხერხის) გამოყენებით.

4.მცირე სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით.

5.სახელმწიფო გერბი და მცირე სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენების გარეშე (კონტურით).

6.სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით ან მის გარეშე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში გამოისახება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად. 2. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად. 3. სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს სრული სახით ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის (ფერთა გრაფიკული გამოსახვის ხერხის) გამოყენებით. 4. მცირე სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით. 5. სახელმწიფო გერბი და მცირე სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენების გარეშე (კონტურით). 6. სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით ან მის გარეშე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 24 თებ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3438321315121329411610
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…საქართველოს სახელმწიფო…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…სახელმწიფო მნიშვნელობი…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა