აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ

მუხლი 1

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ოქტ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის საქართველოს განუყოფელი ტერიტორიული ერთეული.

2.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მოიცავს ტერიტორიას ამ კანონის მიღების დღისათვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა დასაშვებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივის საფუძველზე საქართველოს ორგანული კანონით. აღნიშნული ინიციატივის თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.

3.აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელისუფლების ორგანოების შექმნა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

4.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღება და გადაისინჯება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი კონსტიტუციური კანონი ძალაში შედის მისი დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლისთანავე.

5.აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს დროშა და გერბი, რომლებიც დადგენილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშასა და გერბში გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო დროშისა და გერბის ელემენტები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშისა და გერბის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.

6.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1 (და…4 (და…5 (და…211124312151
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა