1.პროკურორი პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოდის, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა.
2.პროკურორს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ შეკრებილი მტკიცებულებები არ ადასტურებს ბრალდებას. ბრალდებაზე პროკურორის უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
3.საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე პროკურორს უფლება აქვს: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებები; მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვაში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის, სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების, სასამართლოში საქმის წარმართვის და სხვა საკითხების განხილვაში.
4.პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო წარმოების სტადიაზე პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საჯარო ბრალდების ყველა საქმის განხილვაში. მას უფლება აქვს: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებები და მონაწილეობა მიიღოს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში; გამოთქვას აზრი სასამართლო განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე; მონაწილეობა მიიღოს მხარეთა კამათში და სასამართლოს გააცნოს თავისი პოზიცია ბრალდების დამტკიცების, ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის შერაცხადობის, სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განთავისუფლების შესახებ.
5.საკასაციო წარმოების სტადიაზე პროკურორი მხარს უჭერს თავის საჩივარს ან გამოთქვამს აზრს, როგორც მხარე, იმ საჩივრებზე, რომლებიც სამართალწარმოების სხვა მონაწილეებმა შეიტანეს. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

