Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 33

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 33. პროკურორი

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მსხვერპლის წარმომადგენლობა - ძალადობრივისხეულის დაზიანება და ცემასამთავრობო ქმედებებითანამონაწილეობა და დამხმარეობაკორუფცია და თანამდებობრივი დანაშაულებისქესობრივი დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.

2.სასამართლოში თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას პროკურორი დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

3.ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მიერ მიღებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შეიტანოს მასში ცვლილება ან შეცვალოს იგი ახალი გადაწყვეტილებით.

4.პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში.

5.ამ კოდექსის საფუძველზე გამოძიებისას პროკურორის დადგენილების შესრულება სავალდებულოა.

6.პროკურორი უფლებამოსილია: ა) საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაავალოს ამა თუ იმ სამართალდამცავ ორგანოს ან გამომძიებელს; საქმე ჩამოართვას ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს. საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს; გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობიდან ჩამოაშოროს ქვემდგომი პროკურორი და მისი ფუნქციები დააკისროს სხვა პროკურორს; ბ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან თვითონ აწარმოოს წინასწარი გამოძიება სრული მოცულობით; გ) გამოძიებისას სავალდებულო მითითება მისცეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს ან/და ქვემდგომ პროკურორს; დ) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან მთლიანად სისხლის სამართლის საქმე; ე) ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, ადამიანის უფლებათა შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების ან/და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების მისაღებად, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს; ე 1 ) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით შეუზღუდოს ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლება; ვ) გააუქმოს გამომძიებლის ან ქვემდგომი პროკურორის დადგენილება; ზ) შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება ან შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა; თ) გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის მოქმედების ან/და დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს; ი) შეცვალოს ბრალდება; კ) ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე; ლ) სასამართლოში წარადგინოს მტკიცებულება, მონაწილეობა მიიღოს მისი დასაშვებობის საკითხის განხილვაში; მ) სასამართლოს მიმართოს გამოძიების პროცესში კერძო პირთაგან მტკიცებულებათა გამოთხოვის შუამდგომლობით; ნ) მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს სახელმწიფო ორგანოებიდან დოკუმენტი თუ სხვა ნივთიერი მტკიცებულება; ო) გამოიტანოს დადგენილება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ძებნის შესახებ; პ) პირი ცნოს დაზარალებულად და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები; ჟ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი № 3814 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4031 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი. 2. სასამართლოში თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას პროკურორი დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. 3. ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მიერ მიღებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შეიტანოს მასში ცვლილება ან შეცვალოს იგი ახალი გადაწყვეტილებით. 4. პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში. 5. ამ კოდექსის საფუძველზე გამოძიებისას პროკურორის დადგენილების შესრულება სავალდებულოა. 6. პროკურორი უფლებამოსილია: ა) საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაავალოს ამა თუ იმ სამართალდამცავ ორგანოს ან გამომძიებელს; საქმე ჩამოართვას ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს. საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს; გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობიდან ჩამოაშოროს ქვემდგომი პროკურორი და მისი ფუნქციები დააკისროს სხვა პროკურორს; ბ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან თვითონ აწარმოოს წინასწარი გამოძიება სრული მოცულობით; გ) გამოძიებისას სავალდებულო მითითება მისცეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს ან/და ქვემდგომ პროკურორს; დ) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან მთლიანად სისხლის სამართლის საქმე; ე) ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, ადამიანის უფლებათა შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების ან/და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების მისაღებად, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს; ე 1 ) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით შეუზღუდოს ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლება; ვ) გააუქმოს გამომძიებლის ან ქვემდგომი პროკურორის დადგენილება; ზ) შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება ან შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა; თ) გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის მოქმედების ან/და დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს; ი) შეცვალოს ბრალდება; კ) ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე; ლ) სასამართლოში წარადგინოს მტკიცებულება, მონაწილეობა მიიღოს მისი დასაშვებობის საკითხის განხილვაში; მ) სასამართლოს მიმართოს გამოძიების პროცესში კერძო პირთაგან მტკიცებულებათა გამოთხოვის შუამდგომლობით; ნ) მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს სახელმწიფო ორგანოებიდან დოკუმენტი თუ სხვა ნივთიერი მტკიცებულება; ო) გამოიტანოს დადგენილება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ძებნის შესახებ; პ) პირი ცნოს დაზარალებულად და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები; ჟ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი № 3814 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4031 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №160 · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 დეკ. 2018 – 30 მარ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 32შემდეგი მუხლი 34

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იძულება (მუხლი 150) - ადვოკატი საქართველოში9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროსტიტუცია / ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (მუხლი 172³)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროსტიტუციაში ჩაბმა და ხელშეწყობა (მუხლი 253)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უფლებამოსილების გადამეტება (მუხლი 333)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №178

  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 37გამომძიებელი
  • 210საპროცესო შეთანხმების დადება
  • 32პროკურატურა

პროკურატურის შესახებ

  • 24სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა
  • 15გენერალური პროკურორი
  • 9დაქვემდებარება და უფლებამოსილების დელეგირება

საქართველოს კონსტიტუცია

  • 65პროკურატურა
  • 63მოსამართლე
  • 31საპროცესო უფლებები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 235საპროკურორო ზედამხედველობა კანონების შესრულებაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებისას

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 6მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი დამორჩილება

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 7მოსამართლის დამოუკიდებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2356656331372103272415933
მნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026