1.პროკურორს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვს წარდგინება კანონმდებლობის დარღვევის, მისი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოსაფხვრელად ამ კანონის მე-14–მე-17 მუხლებში მითითებულ სამართლებრივ ურთიერთობათა მონაწილეებთან, რომლებიც ვალდებული არიან, 10 დღის ვადაში აცნობონ პროკურორს მიღებული ზომების შესახებ.
2.წარდგინების განხილვის თარიღი უნდა ეცნობოს პროკურორს. მას აქვს განხილვაში მონაწილეობის უფლება. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი №659 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

