საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 270. წინადადებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების აღმოფხვრის შესახებ

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქმის განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირს) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების დადგენისას შესაბამის საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და თანამდებობის პირთან შეაქვს წინადადებები ამ მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად ზომების მიღების საჭიროების შესახებ. აღნიშნული ორგანიზაციები და პირნი ვალდებულნი არიან წინადადების მიღების დღიდან 1 თვის განმავლობაში გატარებულ ღონისძიებათა შესახებ აცნობონ წინადადების შემტან ორგანოს (თანამდებობის პირს).

2.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი და საქმის განმხილველი ორგანოები ვალდებული არიან ამ კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).

2¹.სასამართლო  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე/საჩივარზე მიღებული დადგენილების ასლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის (ერთიანი საინფორმაციო ბანკისთვის) გადაცემას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე/საჩივარზე დადგენილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

3.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში დაცული მონაცემები მუშავდება ადმინისტრაციული სახდელის დადების, აგრეთვე ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის, პოლიციის პრევენციული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის, სარეგისტრაციო/სანებართვო საქმიანობის, მართლმსაჯულების განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ლეგიტიმური მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად. შენიშვნა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, შენახვისა და დამუშავების წესს დაინტერესებულ სამინისტროებთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი №1703 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.47 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №452 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. თავი XXII. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრება და გაპროტესტება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №579 · ძალაშია 1 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2025 – 1 სექ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 10 იან. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 10 აპრ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 13 დეკ. 2022
  3. · გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    270-ე მუხლის შენიშვნაში დაემატა დაინტერესებულ სამინისტროებთან შეთანხმების მოთხოვნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის წესის დამტკიცებისას; დამმტკიცებელი უფლებამოსილი პირი კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრია.

  4. 270-ე მუხლი ორ ნაწილად დაიყო; პირველში ერთთვიანი შეტყობინების ვალდებულება შენარჩუნდა, მე-2 ნაწილით კი 10-დღიანი შეტყობინება შსს-ის ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს) ეხება ოქმის შედგენის ან დადგენილების გამოტანის შემთხვევაში და დაემატა მინისტრის მიერ აღრიცხვის წესის დამტკიცების შენიშვნა.

  5. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 1998

    270 მუხლს დაემატა დადგენილების გამომტანი ორგანოს ვალდებულება, მე-12 თავის სამართალდარღვევებზე 10 დღეში აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13260264266477 (და…5 (და…1843²263060270
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…საქართველოს ადმინისტრა…მეზღვაურთა შრომის შესა…გარემოსდაცვითი პასუხის…ფულის გათეთრებისა და ტ…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა