Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 169

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 169. პირის ბრალდებულად ცნობა

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მცდელობა, შეთქმულება და წაქეზებასქესობრივი დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/548 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.

2.ბრალის წაყენებისათვის საკმარისი საფუძვლის არსებობისას პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. დადგენილების გამოტანის შემდეგ პროკურორი განსაზღვრავს ბრალის წაყენების დროსა და ადგილს. ბრალი წაყენებულ უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 24 საათისა.

3.ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი, პირადი ნომერი; ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით; გ) გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.

4.ბრალდების შესახებ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილებას პირის ბრალდების თაობაზე.

5.პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ბრალდების შესახებ დადგენილებას გააცნობს ბრალდებულსა და მის ადვოკატს (თუ ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი იცავს), რომლებიც ხელმოწერით ადასტურებენ დადგენილების გაცნობისა და მისი ასლის მიღების ფაქტს. დადგენილების ასლი ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით გადაეცემა ბრალდებულს ან/და მის ადვოკატს. თუ ბრალდებული ან მისი ადვოკატი უარს ამბობს დადგენილების გაცნობისა და მისი ასლის მიღების ფაქტის ხელმოწერით დადასტურებაზე, დადგენილებაზე აღინიშნება ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.

6.თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ან მის ახლო ნათესავს ეძლევა გონივრული ვადა ადვოკატის ასაყვანად. თუ იგი ამ ვადაში არ აიყვანს ადვოკატს, ბრალდებულს ადვოკატი დაენიშნება სავალდებულო წესით. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ბრალის წასაყენებლად იძახებს ბრალდებულის ადვოკატს და გააცნობს ბრალდების შესახებ დადგენილებას, რაც ჩაითვლება ბრალის წაყენებად. ბრალდებულის ადვოკატი წერილობით ადასტურებს ბრალდების გაცნობის ფაქტს.

7.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებისთვის აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. გენერალური აუდიტორის ბრალდებისთვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საქართველოს საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლის ბრალდებისთვის აუცილებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობა.

8.დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. ასეთი ბრალის წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალის წაყენება.

9.პირს უფლება აქვს, ბრალდების შესახებ დადგენილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში, ამ კოდექსით დადგენილი წესით შეიტანოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების თაობაზე საჩივარი ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი შესვლიდან 3 დღე-ღამის ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საჩივრის დაკმაყოფილება არის ამ პირის მიმართ აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით არსებული ყველა იმ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველი, რომელიც მოპოვებულ იქნა გამოძიების დროს, მას შემდეგ, რაც შეიქმნა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკმარისი საფუძველი. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს განჩინება შეიძლება ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით გასაჩივრდეს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2012 წლის 2 2 ივნისის კანონი №6 550 – ვებგვერდი, 29 .0 6 .2012წ. საქართველოს 2014 წლის 4 აპრილის კანონი №2209 – ვებგვერდი, 08.04.2014წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/548 – ვებგვერდი, 04.02.2015წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3373 – ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №697 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/548 – ვებგვერდი, 04.02.2015წ. 2. ბრალის წაყენებისათვის საკმარისი საფუძვლის არსებობისას პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. დადგენილების გამოტანის შემდეგ პროკურორი განსაზღვრავს ბრალის წაყენების დროსა და ადგილს. ბრალი წაყენებულ უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 24 საათისა. 3. ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი, პირადი ნომერი; ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით; გ) გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული. 4. ბრალდების შესახებ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილებას პირის ბრალდების თაობაზე. 5. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ბრალდების შესახებ დადგენილებას გააცნობს ბრალდებულსა და მის ადვოკატს (თუ ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი იცავს), რომლებიც ხელმოწერით ადასტურებენ დადგენილების გაცნობისა და მისი ასლის მიღების ფაქტს. დადგენილების ასლი ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით გადაეცემა ბრალდებულს ან/და მის ადვოკატს. თუ ბრალდებული ან მისი ადვოკატი უარს ამბობს დადგენილების გაცნობისა და მისი ასლის მიღების ფაქტის ხელმოწერით დადასტურებაზე, დადგენილებაზე აღინიშნება ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი. 6. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ან მის ახლო ნათესავს ეძლევა გონივრული ვადა ადვოკატის ასაყვანად. თუ იგი ამ ვადაში არ აიყვანს ადვოკატს, ბრალდებულს ადვოკატი დაენიშნება სავალდებულო წესით. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ბრალის წასაყენებლად იძახებს ბრალდებულის ადვოკატს და გააცნობს ბრალდების შესახებ დადგენილებას, რაც ჩაითვლება ბრალის წაყენებად. ბრალდებულის ადვოკატი წერილობით ადასტურებს ბრალდების გაცნობის ფაქტს. 7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებისთვის აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. გენერალური აუდიტორის ბრალდებისთვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საქართველოს საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლის ბრალდებისთვის აუცილებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობა. 8. დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. ასეთი ბრალის წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალის წაყენება. 9. პირს უფლება აქვს, ბრალდების შესახებ დადგენილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში, ამ კოდექსით დადგენილი წესით შეიტანოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების თაობაზე საჩივარი ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი შესვლიდან 3 დღე-ღამის ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საჩივრის დაკმაყოფილება არის ამ პირის მიმართ აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით არსებული ყველა იმ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველი, რომელიც მოპოვებულ იქნა გამოძიების დროს, მას შემდეგ, რაც შეიქმნა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკმარისი საფუძველი. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს განჩინება შეიძლება ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით გასაჩივრდეს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2012 წლის 2 2 ივნისის კანონი №6 550 – ვებგვერდი, 29 .0 6 .2012წ. საქართველოს 2014 წლის 4 აპრილის კანონი №2209 – ვებგვერდი, 08.04.2014წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/548 – ვებგვერდი, 04.02.2015წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3373 – ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №697 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №175 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 26 ივნ. 2025 – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
  2. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 168²შემდეგი მუხლი 170

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პროსტიტუციაში ჩაბმა და ხელშეწყობა (მუხლი 253)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დანაშაულის მოსამზადებლის დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №178

  • 2 ცვლილება · ბოლო 23 დეკ. 2025
  • 20 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 207მუხლი 76

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 17ბრალის წაყენება დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე
  • 101ინფორმაცია დანაშაულის შესახებ
  • 131პირის და ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა

პროკურატურის შესახებ

  • 48წარდგინება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363¹⁵განცხადების შინაარსი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 63პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი
  • 53სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 9წარდგინება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁸⁷სასამართლოს მიერ განცხადების განხილვა და გადაწყვეტა

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 36

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 36პირის დაკითხვა

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

  • 13კერძო პირის ცილისწამება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
369635321⁸⁷363¹⁵1320776171011313648169
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…არასაპატიმრო სასჯელთა …საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026