Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებმუხლი 3

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

მუხლი 3. უფლებაუნარიანობა

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²345

1.დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

2.საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაფუძნებულია სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, მისი წესდება (დებულება) უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონის მოთხოვნებს, რომლის საფუძველზედაც ადმინისტრაციული აქტი იქნა მიღებული.

2¹.საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს: ა) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; ბ) საგამომცემლო საქმიანობა; გ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება; დ) სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება; ე) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალ ისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2².სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება, აგრეთვე ამ მუხლის 2 1 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობები.

3.სახ ელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლების სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის/საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის გადაცემა დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4.გარიგებები, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის სფეროს არ ეხება, ბათილია. ასეთ შემთხვევაში, მესამე პირს არ შეუძლია მიუთითოს, რომ მისთვის უცნობი იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლები. მის მიმართ არ გამოიყენება ნორმები კეთილსინდისიერი შეძენის შესახებ.

5.სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ/საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა შეიძლება განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი: ა) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემასა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5915-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.35 საქართველოს 2010 წლის 12ოქტომბრის კანონი №3660-სსმI, №56, 20.10.2010წ., მუხ.362 საქართველოს 2010 წლის 17დეკემბრის კანონი №4117-სსმI,№75,27.12.2010წ., მუხ.473 საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 - ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №826 - ვებგვერდი, 05.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1016 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2098 – ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3031 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4069 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №353 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3839 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1275 – ვებგვერდი, 22.12.2025წ.

რედაქციების შედარება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაფუძნებულია სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, მისი წესდება (დებულება) უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონის მოთხოვნებს, რომლის საფუძველზედაც ადმინისტრაციული აქტი იქნა მიღებული. 2 1 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს: ა) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; ბ) საგამომცემლო საქმიანობა; გ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება; დ) სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება; ე) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 3. სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლების სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის/საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის გადაცემა დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 4. გარიგებები, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის სფეროს არ ეხება, ბათილია. ასეთ შემთხვევაში, მესამე პირს არ შეუძლია მიუთითოს, რომ მისთვის უცნობი იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლები. მის მიმართ არ გამოიყენება ნორმები კეთილსინდისიერი შეძენის შესახებ. 5. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ/საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა შეიძლება განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი: ა) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემასა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისაგანათლებისა და ახალგაზრდობისმეცნიერების სამინისტროს სისტემაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5915-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.35 საქართველოს 2010 წლის 12ოქტომბრის კანონი №3660-სსმI, №56, 20.10.2010წ., მუხ.362 საქართველოს 2010 წლის 17დეკემბრის კანონი №4117-სსმI,№75,27.12.2010წ., მუხ.473 საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 - ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №826 - ვებგვერდი, 05.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1016 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2098 – ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3031 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4069 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №353 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3839 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 22 დეკ. 2025
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-27 · №42

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-22
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

  • 5უფლებაუნარიანობის შეძენა
  • 12საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
  • 2საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცნება

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 10¹საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებაუნარიანობა
  • 12უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – კერძო სამართლის იურიდიული პირი
  • 11სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 25იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა
  • 24ცნება. სახეები

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 10¹საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 32¹საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება

ზოგადი განათლების შესახებ

  • 31ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 24იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
512210¹31252432¹10¹1211243
მნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს სამოქალაქო…მეცნიერების, ტექნოლოგი…საქართველოს დედაქალაქი…ზოგადი განათლების შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026