Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 169

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 169. სახელმწიფოს უფლებამოსილებები მოხალისეობასთან დაკავშირებით

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:დასაქმება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოხალისეთა ორგანიზაციის/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების კოორდინაციისა და კონტროლის მიზნით სამინისტროს სისტემაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2.სამინისტრო უფლებამოსილია: ა) კონკრეტული მიზნის მისაღწევად ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე/მოხალისეთა ორგანიზაციაზე გასცეს გრანტი; ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/მოხალისეთა ორგანიზაციას/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტს/მოხალისეს მიანიჭოს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონებით; გ) მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში: გ.ა) უზრუნველყოს მოხალისისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა და მისი რეაბილიტაცია, თუ მოხალისის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამინისტროს ან ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ორგანიზებული ღონისძიების განხორციელებისას გაუარესდა; გ.ბ) მოხალისეთა სისტემის განვითარებისთვის უზრუნველყოს სპორტული და სასწავლო სივრცეების ფუნქციონირება, სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში საგანმანათლებლო კურსების დაგეგმვა; გ.გ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებაში ჩართული პირები უზრუნველყოს კვებით, სამედიცინო მომსახურებით, განთავსებით, სათანადო ქონებით/აღჭურვილობით/ტექნიკით და ტრანსპორტირებით.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამინისტროსთან შეთანხმებით: ა) უფლებამოსილია: ა.ა) ხელი შეუწყოს კერძო სამართლის იურიდიულ პირს სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციაში; ა.ბ) უზრუნველყოს პატრიოტული, სალაშქრო, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში − სამხედრო-სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; ბ) აფორმებს ხელშეკრულებას მოხალისეთა ორგანიზაციასთან/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტთან; გ) აფორმებს მოხალისეობით ხელშეკრულებას მოხალისესთან; დ) გასცემს მოხალისის სტატუსის დამადასტურებელ მოწმობას; ე) გეგმავს ან/და ახორციელებს  სამინისტროს მიერ დაგეგმილ, მოხალისეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ვ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გრანტი, ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი ან/და სხვა დაფინანსება; ზ) ზედამხედველობს მოხალისეთა ორგანიზაციისა და მოხალისის მიერ ამ კოდექსით დადგენილი პირობებისა და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, აგრეთვე მოხალისეთა ორგანიზაციის მიერ მიღებული ქონებით სარგებლობასა და ფულადი სახსრების ხარჯვას და მოხალისის მიერ მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების მიზნებისთვის მიღებული ქონებით სარგებლობასა და ფულადი სახსრების ხარჯვას.

4.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოხალისეთა ორგანიზაციის მართვაში მონაწილეობს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1138 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

რედაქციების შედარება

1. მოხალისეთა ორგანიზაციის/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების კოორდინაციისა და კონტროლის მიზნით სამინისტროს სისტემაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სამინისტრო უფლებამოსილია: ა) კონკრეტული მიზნის მისაღწევად ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე/მოხალისეთა ორგანიზაციაზე გასცეს გრანტი; ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/მოხალისეთა ორგანიზაციას/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტს/მოხალისეს მიანიჭოს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონებით; გ) მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში: გ.ა) უზრუნველყოს მოხალისისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა და მისი რეაბილიტაცია, თუ მოხალისის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამინისტროს ან ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ორგანიზებული ღონისძიების განხორციელებისას გაუარესდა; გ.ბ) მოხალისეთა სისტემის განვითარებისთვის უზრუნველყოს სპორტული და სასწავლო სივრცეების ფუნქციონირება, სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში საგანმანათლებლო კურსების დაგეგმვა; გ.გ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებაში ჩართული პირები უზრუნველყოს კვებით, სამედიცინო მომსახურებით, განთავსებით, სათანადო ქონებით/აღჭურვილობით/ტექნიკით და ტრანსპორტირებით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამინისტროსთან შეთანხმებით: ა) უფლებამოსილია: ა.ა) ხელი შეუწყოს კერძო სამართლის იურიდიულ პირს სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციაში; ა.ბ) უზრუნველყოს პატრიოტული, სალაშქრო, კულტურულისამხედრო-პატრიოტული და შემეცნებითი ღონისძიებების, აგრეთვე თავისი კომპეტენციისსალაშქრო ფარგლებშიღონისძიებების −დაგეგმვა/განხორციელება, სამხედრო-სასწავლოსამხედრო-ისტორიული ღონისძიებებისთემატიკის დაგეგმვა/განხორციელება;მომზადება; ბ) აფორმებს ხელშეკრულებას მოხალისეთა ორგანიზაციასთან/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტთან; გ) აფორმებს მოხალისეობით ხელშეკრულებას მოხალისესთან; დ) გასცემს მოხალისის სტატუსის დამადასტურებელ მოწმობას; ე) გეგმავს ან/და ახორციელებს  სამინისტროს მიერ დაგეგმილ, მოხალისეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ვ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გრანტი, ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი ან/და სხვა დაფინანსება; ზ) უზრუნველყოფს მოხალისეთა ორგანიზაციისა და მოხალისის მიერ ამ კოდექსისა და მათთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებას, აგრეთვე მათ მიერ მიღებული ქონებით სარგებლობას და ფულადი სახსრების ხარჯვას. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოხალისეთა ორგანიზაციის მართვაში მონაწილეობს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 26 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 12 დეკ. 2025
  2. 26 ივნ. 2025
წინა მუხლი 168შემდეგი მუხლი 170

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მოხალისესთან ურთიერთობის ხელშეკრულებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-13 · №12

8
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2025-12-12
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 167მუხლი 168მუხლი 170მუხლი 172მუხლი 173მუხლი 174მუხლი 175მუხლი 176

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 170მოხალისეთა ორგანიზაცია და მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტი
  • 168მოხალისეთა ორგანიზაცია
  • 175მოხალისეთა ორგანიზაციის წევრის/მოხალისის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

მოხალისეობის შესახებ

  • 2მოხალისეობა
  • 3მოხალისეობითი ურთიერთობა და მისი მხარეები
  • 4მოხალისისა და მასპინძელი ორგანიზაციის უფლებები და მოვალეობები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 7მოხალისეობა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

  • 3უფლებაუნარიანობა

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 8¹საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენცია სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 52ბავშვის მოხალისეობის ხელშეწყობა

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 9¹—

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 32¹საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38¹234752168170175167172173174176169
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიმოხალისეობის შესახებსამოქალაქო უსაფრთხოები…საჯარო სამართლის იურიდ…უმაღლესი განათლების შე…ბავშვის უფლებათა კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026