Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებმუხლი 12

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

მუხლი 12. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის) ქონების საფუძველზე შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა), საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის (გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) განსაზღვრა; დ 1 ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა); დ​ 2 ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელი პირების ფუნქციებისა და რაოდენობის განსაზღვრა; ე ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით , თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს .

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ “ და „ გ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ( ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსების სფეროში მოქმედი სამინისტროს ) თანხმობა .

3.სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.

4.ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავალი, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გარდა, აღემატება 1 მილიონ ლარს და რომელიც არის სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულება ან/და საქართველოს მთავრობის, საქართველოს სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა კულტურის, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისა), ვალდებულია საქართველოს მთავრობასთან შეათანხმოს შესაბამისი ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

5.(ამოღებულია - 17.12.2025, №1294). საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81 საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1350-სსმI, №16, 07.07.2009წ., მუხ.82 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3536-სსმI, №47, 05.08.2010წ., მუხ.310 საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5654 - ვებგვერდი, 09.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №119 - ვებგვერდი, 30.12.2012წ. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2098 – ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2937 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4380 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №153 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1228 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3031 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №353 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3839 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4214 – ვებგვერდი, 12.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1294 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №41 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 11²შემდეგი მუხლი 13

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 მაი. 2026 · №42

  • 1 ცვლილება · ბოლო 23 დეკ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 17 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 13საქართველოს 2026 წ… 35

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

  • 13დაფინანსება
  • 3უფლებაუნარიანობა
  • 11სახელმწიფო კონტროლი

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 9²საქმიანობა, რომლის განხორციელებაც საჭიროებს თანხმობას

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 8²საქმიანობა, რომელიც წინასწარ თანხმობას საჭიროებს

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 85სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებით სარგებლობა
  • 10¹საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებაუნარიანობა

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 32¹საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება

პროფესიული განათლების შესახებ

  • 31საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობა
  • 23კოლეჯის დაფუძნება, მის მიერ სტატუსის მოპოვება და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება
  • 33კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 10¹საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
133118²9²10¹32¹8510¹3123333512
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს 2026 წლის …ტრანსპორტის სფეროს მარ…იურიდიული დახმარების შ…უმაღლესი განათლების შე…საქართველოს დედაქალაქი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026 · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026