1.თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" და „გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემისა და გარემოს დაცვის დაგეგმვის ერთიანი სისტემის ნაწილს.
2.დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემა მოიცავს თითოეული დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმას. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმები მოიცავს ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამებს, მაგრამ არ შემოიფარგლება ამ პროგრამებით.
3.დაცული ტერიტორიის დაგეგმვა და დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის შედგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4.„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი დაცული ტერიტორიების ფართობების, საზღვრებისა და ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზების საფუძველზე, დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმებს ან დროებითი რეგულირების წესებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5632 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.422
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4427-ვებგვერდი, 17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №477 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2313 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" და „გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემისა და გარემოს დაცვის დაგეგმვის ერთიანი სისტემის ნაწილს.2. დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემა მოიცავს თითოეული დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმას. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმები მოიცავს ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამებს, მაგრამ არ შემოიფარგლება ამ პროგრამებით.3. დაცული ტერიტორიის დაგეგმვა და დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის შედგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.4. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი დაცული ტერიტორიების ფართობების, საზღვრებისა და ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზების საფუძველზე, დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმებს ან დროებითი რეგულირების წესებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5632 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.422საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4427-ვებგვერდი, 17.03.2011წ.საქართველოს 2013 წლის25 მარტის კანონი №477 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.საქართველოს 2014წლის 30აპრილის კანონი №2313 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №15 · ძალაშია 3 იან. 2019-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013
49-ე მუხლის მე-4 პუნქტში სამენეჯმენტო გეგმების დამამტკიცებელი მინისტრის დასახელება „გარემოს დაცვის მინისტრად“ შეიცვალა.
· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2007
მე-4 პუნქტში სამენეჯმენტო გეგმების დამტკიცების უფლებამოსილება პრეზიდენტიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრზე გადავიდა; „ფართობი“ მრავლობით რიცხვშია.
მნიშვნელობით ახლოსთუშეთის, ბაწარა-ბაბანე…კოლხეთის დაცული ტერიტო…დაცული ტერიტორიების სი…ფშავ-ხევსურეთის დაცული…დაცული ტერიტორიების სტ…მაჭახელას დაცული ლანდშ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა