დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

მუხლი 15. დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტი

1.დაცული ტერიტორიების დაგეგმვის პირველი ეტაპი (სისტემის დაგეგმვა ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე) თითოეული დაცული ტერიტორიისათვის ვითარდება სავალდებულო მენეჯმენტის გეგმის საშუალებით.

2.მენეჯმენტის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს დაცული ტერიტორიის დაზუსტებულ საზღვრებს, ზონებს, მათ ტერიტორიულ ორგანიზებას, დამხმარე ზონის (ბუფერული ზონის) და დაცვის, მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის, განათლების, რეკრეაციის, ტურიზმის, ადმინისტრაციისა და სხვა საქმიანობის ინტეგრალური განვითარების პროგრამას და ბიუჯეტს, შეიმუშავებს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარუდგენს დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიის შექმნისას, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში (დაცული ტერიტორიის შექმნის უკიდურესი მიზანშეწონილობის და გარანტირებული საბიუჯეტო სახსრების არარსებობის პირობებში, როდესაც აუცილებელია დონორი ან სხვა არასაბიუჯეტო ორგანიზაციების სახსრების მოზიდვა) – შექმნიდან 3 წლის ვადაში.

3.მენეჯმენტის გეგმა თითოეული დაცული ტერიტორიის თავისებურებიდან გამომდინარე ადგენს ტერიტორიის ამოქმედების სხვადასხვა ეტაპზე მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ხელშემწყობ ღონისძიებებს. გეგმა მუშავდება მისი დანერგვის სხვადასხვა ვადისათვის; ან ვადის გასვლის შემდეგ მუშავდება განახლებული მენეჯმენტის გეგმა.

4.დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმას, განახლებულ მენეჯმენტის გეგმას ან დროებითი რეგულირების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2118 - სსმ I, №51, 06.12.2005 წ., მუხ.336 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4683 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.125 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5629 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.419 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4392 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 76 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. ​ საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2307 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1671 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 14 დეკ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით მენეჯმენტის გეგმის დამტკიცება მინისტრისგან მთავრობას გადაეცა და დაემატა დროებითი რეგულირების წესის დამტკიცებაც.

  2. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    მე-2 და მე-4 პუნქტებში სამინისტროს სახელწოდება შეიცვალა „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის“ სამინისტროდ; მე-2 პუნქტის წინადადებაში კავშირი „და“ შეიცვალა „, ხოლო“-ით.

  3. მე-4 პუნქტში განახლებული მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების დებულება ფრჩხილებიდან გამოტანილია და ცალკე წინადადებადაა ჩამოყალიბებული; ტექსტის მიხედვით, განახლებული გეგმა კვლავ ამავე წესით მტკიცდება.

  4. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2007

    მე-2 პუნქტში მენეჯმენტის გეგმის შემმუშავებელი და წარმდგენი ორგანო ახლა დაცული ტერიტორიების სააგენტოა; დაემატა ტექნიკური შესწორებები („ზონის“, „3“). მე-4 პუნქტიდან ამოღებულია გეგმისთვის დაცული ტერიტორიის დებულების თანდართვის წესი.

  5. მე-2 პუნქტში მენეჯმენტის გეგმას ახლა შეიმუშავებს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი და სამინისტროს წარუდგენს; მთავარი სამმართველო ამოღებულია, ხოლო გამონაკლისის პირობაში ფორმულირება ერთ დაცულ ტერიტორიაზეა მორგებული.

  6. მე-4 პუნქტში გეგმის დამმტკიცებელი ორგანო პრეზიდენტის ნაცვლად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრია, ერთთვიანი ვადა ამოღებულია. გეგმას თან ახლავს მხოლოდ დაცული ტერიტორიის დებულება, „კერძო“ და „დადგენილება“ ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
291920761318141549157615
მნიშვნელობით ახლოსდაცული ტერიტორიების სი…გარემოს დაცვის შესახებკოლხეთის დაცული ტერიტო…ბორჯომ-ხარაგაულის დაცუ…ცხოველთა სამყაროს შესა…დაცული ტერიტორიების სტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა