ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 5. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა, მათი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 22 დეკ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2.ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3.ფშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაში (დამხმარე ზონაში) შემავალი დასახლებების მცხოვრებლების პირადი მოხმარებისთვის, აგრეთვე დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მრგვალი მორის გაცემა. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1199 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 28 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
454119618103124645
მნიშვნელობით ახლოსფშავ-ხევსურეთის დაცული…ბორჯომ-ხარაგაულის დაცუ…კვერეთის აღკვეთილის შე…დაცული ტერიტორიების სტ…გურიის ეროვნული პარკის…თუშეთის, ბაწარა-ბაბანე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა