Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებმუხლი 4

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

მუხლი 4. აკადემიის მიზნები და ამოცანები

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აკადემიის მიზნებია: ა) საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად; ბ) თავისი წევრების ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით საქართველოს მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი წარმოჩენა; გ) ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერული კვლევების ხელშეწყობა; დ) საქართველოში მეცნიერების განვითარების პროგნოზირება და მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად სახელმწიფო პრიორიტეტების შესახებ წინადადებების შემუშავება; ე) საქართველოში და უცხო ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური პროექტების მოსალოდნელი შედეგების შესახებ ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და საზოგადოებისათვის რეკომენდაციების წარდგენა; ვ) სახელმწიფო ენებზე ზრუნვა და ამ ენებზე სამეცნიერო ტერმინოლოგიის სრულყოფა.

2.თავისი ამოცანების შესასრულებლად აკადემია: ა) ეწევა სამეცნიერო მიღწევათა და მეცნიერული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას; ბ) აწყობს სამეცნიერო დისკუსიებს, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს; ატარებს საჯარო ლექციებს ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში; გ) გამოსცემს ბეჭდვით და ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალებსა და სხვა პერიოდულ გამოცემებს, ახორციელებს სამეცნიერო ლიტერატურის საერთაშორისო გაცვლას; დ) უფლებამოსილია გახდეს საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების წევრი; დაამყაროს კავშირები მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და სამეცნიერო ცენტრებთან; ე) უფლებამოსილია განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; ვ) აარსებს და ანიჭებს პრემიებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგებში მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაოების წარმოსაჩენად; ვ 1 ) აწესებს სტიპენდიებს და წარმატებულ მეცნიერებს, რომლებიც აკადემიის წევრები არ არიან, აკადემიის სტიპენდიატებად ირჩევს; ზ) უფლებამოსილია შექმნას კომისიები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგებში; თ) უფლებამოსილი პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ინახავს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა პირად არქივებს, რომლებიც ფასეულია საქართველოს ისტორიისათვის; ი) განიხილავს და აფასებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა) სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისგან გამოითხოვოს საჭირო დამატებითი ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მეცნიერების განვითარების ფონდებს; კ) დარგების მიხედვით ანიჭებს წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ტიტულსა და ჯილდოებს; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აკადემიის ამოცანებთან დაკავშირებულ სხვა, მათ შორის, დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას. საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4561 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5575 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3032 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5275 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №352 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3838 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. თავი III. აკადემიის მართვა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აკადემიის მიზნებია: ა) საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად; ბ) თავისი წევრების ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით საქართველოს მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი წარმოჩენა; გ) ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერული კვლევების ხელშეწყობა; დ) საქართველოში მეცნიერების განვითარების პროგნოზირება და მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად სახელმწიფო პრიორიტეტების შესახებ წინადადებების შემუშავება; ე) საქართველოში და უცხო ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური პროექტების მოსალოდნელი შედეგების შესახებ ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და საზოგადოებისათვის რეკომენდაციების წარდგენა; ვ) სახელმწიფო ენებზე ზრუნვა და ამ ენებზე სამეცნიერო ტერმინოლოგიის სრულყოფა. 2. თავისი ამოცანების შესასრულებლად აკადემია: ა) ეწევა სამეცნიერო მიღწევათა და მეცნიერული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას; ბ) აწყობს სამეცნიერო დისკუსიებს, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს; ატარებს საჯარო ლექციებს ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში; გ) გამოსცემს ბეჭდვით და ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალებსა და სხვა პერიოდულ გამოცემებს, ახორციელებს სამეცნიერო ლიტერატურის საერთაშორისო გაცვლას; დ) უფლებამოსილია გახდეს საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების წევრი; დაამყაროს კავშირები მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და სამეცნიერო ცენტრებთან; ე) უფლებამოსილია განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; ვ) აარსებს და ანიჭებს პრემიებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგებში მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაოების წარმოსაჩენად; ვ 1 ) აწესებს სტიპენდიებს და წარმატებულ მეცნიერებს, რომლებიც აკადემიის წევრები არ არიან, აკადემიის სტიპენდიატებად ირჩევს; ზ) უფლებამოსილია შექმნას კომისიები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგებში; თ) უფლებამოსილი პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ინახავს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა პირად არქივებს, რომლებიც ფასეულია საქართველოს ისტორიისათვის; ი) განიხილავს და აფასებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა) სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისგან გამოითხოვოს საჭირო დამატებითი ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მეცნიერების განვითარების ფონდებს; კ) დარგების მიხედვით ანიჭებს წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ტიტულსა და ჯილდოებს; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აკადემიის ამოცანებთან დაკავშირებულ სხვა, მათ შორის, დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას. საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4561 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5575 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3032 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5275 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №352 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3838 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. თავი III. აკადემიის მართვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023

    „ი“ ქვეპუნქტში, სადაც აკადემია შეფასებებს აცნობებს ორგანიზაციებს, სამინისტროსა და მეცნიერების განვითარების ფონდებს, სამინისტროს დასახელება ახლა „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის“ სამინისტროა.

  2. 18 მარ. 2021

    მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტში, სადაც აკადემია შეფასებებს აცნობებს სამინისტროს, სამინისტრო ახლა დასახელებულია როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და არა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

  3. 4 ნოე. 2019

    „ი“ ქვეპუნქტში საჯარო სამართლის იურიდიული პირის გამონაკლისად ტექნოლოგიური ინსტიტუტის ნაცვლად ახლა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტია დასახელებული; დანარჩენი ტექსტი უცვლელია.

  4. 11 ივლ. 2018
  5. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2016

    მე-4 მუხლს დაემატა ახალი „ვ 1“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით აკადემია აწესებს სტიპენდიებს და აკადემიის არაწევრ წარმატებულ მეცნიერებს სტიპენდიატებად ირჩევს.

  6. 22 დეკ. 2015· გამოქვეყნდა 8 დეკ. 2015

    მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტში ზმნა „იხილავს“ შეიცვალა „განიხილავს“-ით და დაემატა გამონაკლისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტისთვის.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 მაი. 2025 · №13

  • 6 ცვლილება · ბოლო 15 დეკ. 2023
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

  • 2აკადემიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
  • 3აკადემიის სამართლებრივი სტატუსი
  • 16¹საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტატუსი, ფუნქციები, ამოცანები და წევრის ანაზღაურება

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 3უმაღლესი განათლების მიზნები
  • 21აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებანი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

  • 4უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობის სფეროები
  • 5უნივერსიტეტის ფუნქციები

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 5¹საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებანი
  • 2სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში და მისი პრინციპები

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

  • 40¹აკადემიის სტატუსი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • 2სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ

  • 4ორგანიზაციის მიზანი და საქმიანობის სფერო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
240¹2316¹5¹23214454
მნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს მეცნიერება…მეცნიერების, ტექნოლოგი…დიპლომატიური სამსახური…საქართველოს განათლების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2025 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026