Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებმუხლი 16¹

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

მუხლი 16¹. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტატუსი, ფუნქციები, ამოცანები და წევრის ანაზღაურება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123455¹6788¹8²8³8⁴8⁵91011

1.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულება სრული ავტონომიური უფლებებით და სახელმწიფო დაფინანსებით, ქვეყანაში აგრარულ მეცნიერებათა პრიორიტეტული მიმართულებების განმსაზღვრელი, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების კოორდინატორი, მთავრობის მეცნიერული მრჩეველი აგრარულ საკითხებში.

2.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია იხილავს და აფასებს აგრარული პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისაგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს დამატებითი საჭირო ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციები – დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს.

3.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დანიშნულება და ამოცანები, მისი უფლებები, მართვა, სტრუქტურა და წევრთა შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიის წესდებით, რომელსაც იღებს და ამტკიცებს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

4.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აკადემიის ამოცანებთან დაკავშირებულ, მათ შორის, დამხმარე ეკონომიკურ, საქმიანობას.

5.(ამოღებულია - 13.05.2025,  №547).

5¹.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია უფლებამოსილია აირჩიოს სტიპენდიატები.

6.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრსა და წევრ-კორესპონდენტს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ენიშნებათ ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში შესაბამისად არანაკლებ 2 000 და 1 250 ლარის ოდენობით.

7.საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, მოქალაქეობის დაკარგვის ან საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად წასვლის შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს და წევრ-კორესპონდენტს უწყდებათ ყოველთვიური ანაზღაურება.

8.თუ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ან წევრ-კორესპონდენტი იმავდროულად არის ან გახდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, იგი ანაზღაურებას იღებს მხოლოდ ერთი დაწესებულებიდან.

8¹.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი , რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია .

8².საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა საქართველოს მოქალაქე , რომელიც საქართველოში მოღვაწეობს და რომლის ასაკი 50 წელს არ აღემატება . პირი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა 5 წლის ვადით . ერთი და იმავე პირის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ . საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატის არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებით .

8³.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპონდენტებისა და სტიპენდიატების საერთო რაოდენობა 10- ს არ უნდა აღემატებოდეს .

8⁴.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატს ენიშნება სტიპენდია თვეში არანაკლებ 1 250 ლარის ოდენობით.

8⁵.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატს ამ მუხლის 8 4 პუნქტით გათვალისწინებული სტიპენდია შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის , საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ან საქართველოში სამეცნიერო მოღვაწეობის შეწყვეტის შემთხვევაში.

9.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ მუხლითა და აკადემიის წესდებით.

11.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) საერთო რაოდენობა 30-ს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №532 - სსმ I, №34, 04.12.2008 წ., მუხ.214 საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1881 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3054 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4272 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №352 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3838 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №547 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 15 მაი. 2025

    მე-8 პუნქტში სტიპენდიატის მინიმალური ყოველთვიური სტიპენდია 900-დან 1 250 ლარამდე შეიცვალა. მე-11 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: ნამდვილ წევრთა რაოდენობა 30-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო წევრ-კორესპონდენტების არჩევის შეწყვეტის წინადადება ამოღებულია.

  2. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023

    მე-9 პუნქტში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სამინისტროს დასახელება შეიცვალა: ახლა ეს არის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

  3. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2018
  4. 11 ივლ. 2018
  5. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2013

    მე-6 პუნქტში შეიცვალა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრისა და წევრ-კორესპონდენტის ყოველთვიური ანაზღაურების მინიმალური ოდენობა: 800 და 500 ლარის ნაცვლად 1400 და 900 ლარი.

  6. 1 იან. 2009· გამოქვეყნდა 4 დეკ. 2008

    დაემატა 16¹ მუხლი, რომელიც ერთიანად აწესრიგებს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტატუსს, ფუნქციებს, დაფინანსებას, კონტროლსა და წევრთა ანაზღაურებას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 17

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 მაი. 2025 · №13

  • 6 ცვლილება · ბოლო 15 მაი. 2025

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

  • 3აკადემიის სამართლებრივი სტატუსი
  • 16საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, მისი ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და წევრ - კორესპონდენტები
  • 4აკადემიის მიზნები და ამოცანები

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

  • 40¹აკადემიის სტატუსი

მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ

  • 8გარდამავალი დებულებანი
  • 2ტერმინთა განმარტება
  • 3შრომის ანაზღაურება და სტიმულირება

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 6მეცნიერთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი გაერთიანებანი

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 20აკადემიური საბჭოს არჩევა
  • 8⁷საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

  • 10გადამხდელი სააგენტო

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

  • 23კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ადმინისტრირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
82340¹3164236208⁷1016¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მეცნიერება…დიპლომატიური სამსახური…მეცნიერთა სოციალური უზ…მეცნიერების, ტექნოლოგი…უმაღლესი განათლების შე…სოფლის მეურნეობისა და …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2025 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026