Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებმუხლი 2

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

რედაქცია №78 კონსოლიდირებული · 14 სექ. 2018
თემები:სასწავლო პროგრამასპეციალური განათლებასაგანმანათლებლო ტექნოლოგიებიმარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოა. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო ახორციელებს თავის დაქვემდებარებაში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, უზრუნველყოფს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას, მეცნიერების განვითარებასა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელებას.

2.კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო: ა) უზრუნველყოფს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციური უფლების განხორციელებას; ბ) ხელს უწყობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნას; გ) იკვლევს და აფასებს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე პროცესებს; დ) გეგმავს განათლებისა და მეცნიერების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებებს, ახორციელებს მისი განვითარების პროგნოზირებას; ე) ახორციელებს სახელმწიფო ენობრივ პოლიტიკას, ხელს უწყობს სახელმწიფო ენის სწავლებასა და განვითარებას, თვალყურს ადევნებს მის სწორ გამოყენებას; ვ) ამტკიცებს სკოლამდელი აღზრდის სტანდარტებს; ვ 1 ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს; ზ) (ამოღებულია); თ) იღებს გადაწყვეტილებას ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების, რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის შესახებ, ამტკიცებს მათ წესდებებს და ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს; ი) აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირებს – ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს; კ) ევროპისა და საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეების ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციის მიზნით თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; ლ) ხელს უწყობს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან; მ) უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების შესახებ ნორმატიული აქტების შესრულებას; ნ) (ამოღებულია); ო) (ამოღებულია); პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს: პ.ა) (ამოღებულია - 17.06.2016, №271); პ.ბ) (ამოღებულია - 17.06.2016, №271); პ.გ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლის პერიოდის გავლის წესს; პ.დ) მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი გაცემის წესს; პ.ე) (ამოღებულია - 17.06.2016, №271); პ.ვ) (ამოღებულია - 17.06.2016, №271); პ.ზ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს; პ.თ) (ამოღებულია - 17.06.2016, №271); პ.ი) მასწავლებლის, აგრეთვე პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს; პ.კ) საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტს; პ 1 ) ადგენს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს, შეიმუშავებს პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის პროგრამებს; ჟ) (ამოღებულია); ჟ 1 ) (ამოღებულია); ჟ 2 ) (ამოღებულია); ჟ 3 ) შეიმუშავებს და ამტკიცებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჟ 4 ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს რეგულირებად პროფესიებს, რომლებსაც შეესაბამება პროფესიული განათლების კვალიფიკაციები, აგრეთვე რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და განახლებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს, ან გასცემს მათზე სავალდებულო დასკვნას; ჟ 5 ) (ამოღებულია); ჟ 6 ) შეიმუშავებს და ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ინსტიტუციური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს; ჟ 7 (ამოღებულია); ჟ 8 ) (ამოღებულია); ჟ 9 ) თანამშრომლობს პროფესიულ ასოციაციებთან; ჟ 10 ) (ამოღებულია); რ) (ამოღებულია); ს) ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების წესს, განსაზღვრავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას; ტ) განსაზღვრავს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების სტრუქტურას, ამტკიცებს მათ საშტატო ნუსხებსა და ტიპურ დებულებას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებსა და მოადგილეებს; უ) უზრუნველყოფს პედაგოგთა და მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; ფ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ და უზრუნველყოფს მის განხორციელებას, საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე აფინანსებს და ამუშავებს სამეცნიერო კვლევებს; ქ) მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების, სიმპოზიუმების, გამოფენებისა და კონკურსების გამართვაში; ღ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას; ყ) შეიმუშავებს განათლების სისტემისა და უმაღლესი განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს; შ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-4 მუხლის „გ.ა“, „გ.ბ“, „გ.დ“ და „გ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დირექტორებს; კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-4 მუხლის „გ.ე“, „გ.ვ“ და „გ.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს; შ 1 ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს ამ დებულების მე-4 მუხლის „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის კანდიდატურას; ჩ) ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივებს; ჩ 1 ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სფეროში არსებული პრიორიტეტებისა და მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტების შესრულებასა და კოორდინაციას. ასევე ხელს უწყობს არასაბიუჯეტო პროგრამების/პროექტების განხორციელებას; ც) ამტკიცებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს, ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესს, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის რაოდენობას, სოციალური პროგრამით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების რაოდენობასა და პირობებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის ვაუჩერების გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად; ც 1 ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წესს; ც 2 ) ამტკიცებს მოსწავლის პირადი საქმის ფორმასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესს; ძ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს; წ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესსა და საფასურს; ჭ) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს; ხ)ამტკიცებს ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტის/პროფესიული დიპლომის ნიმუშს, უმაღლესი განათლების სპეციალობათა ნუსხას, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დანართის ფორმას; ხ 1 ) (ამოღებულია); ჯ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს: ჯ.ა) საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; ჯ.ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებას; ჯ.გ) საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას; ჯ.დ) მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესსა და საფასურს, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან; ჰ) შეიმუშავებს მეცნიერების განვითარების პრიორიტეტებს, უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელებას შემოქმედების თავისუფლებისა და სამეცნიერო სფეროს მართვის თანამიმდევრული დემოკრატიზაციის, სამეცნიერო სკოლების შენარჩუნებისა და განვითარების, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობის, აგრეთვე განათლების მეცნიერებასთან ინტეგრირების მიზნით; ჰ 1 ) სამეცნიერო აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობით აყალიბებს და სრულყოფს ქართული მეცნიერების განვითარების კონცეფციასა და ნორმატიულ ბაზას; ჰ 2 ) ამუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სახსრების გამოყოფის თაობაზე სამეცნიერო-კვლევითი ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუირების მიზნით, ამზადებს მთავრობის გადაწყვეტილებათა პროექტებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო-კვლევითი ბაზებისა და ექსპერიმენტული დანადგარების მოვლა-შენახვის შესახებ; ჰ 3 ) სახელმწიფო მართვის სხვა უწყებებთან ერთად ამზადებს წინადადებებს ტექნოლოგიური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისა და მაღალ ტექნოლოგიათა ტრანსფერის სახელმწიფო მხარდაჭერის თაობაზე, აგრეთვე სახელმწიფოს პირდაპირ (ინვესტირებით), ან არაპირდაპირ (საგადასახადო შეღავათებით, ინოვაციური ინფრასტრუქტურით და სხვ.) მონაწილეობის შესახებ სათანადო პროცესებში; ჰ 4 ) განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის წარმოების წესს, ადგენს საჯარო სკოლების დირექტორების, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მათი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილეების, მოვალეობის სხვა შემსრულებლების, სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის წესს; ჰ 5 ) (ამოღებულია); ჰ 6 ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ჰ 7 ) შეიმუშავებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო გეგმას და სხვა პროგრამებს და ხელს უწყობს მათ დანერგვას; ჰ 8 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამებს; ჰ 9 ) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ატარებს სხვადასხვა კვლევას; ჰ 10 ) ადგენს სკოლის სახელმძღვანელოს შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, ახორციელებს მის შეფასებასა და სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭებას; ჰ 11 ) ამოწმებს მკაცრი აღიცხვის დოკუმენტების ენობრივ სისწორეს, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა ; ჰ 12 ) ამტკიცებს მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებით (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოების (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგად წესსა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებს ; ჰ 13 ) ამტკიცებს სასკოლო კონკურსის/კონკურსების ჩატარების წესს. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №85-სსმ III, №120, 26.10.2004წ., მუხ.1036 საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ., მუხ.1228 საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ., მუხ.525 საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №101-სსმ III, №73, 01.06.2006წ., მუხ.912 საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №214-სსმ III, №155, 17.11.2006წ., მუხ.2144 საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ., მუხ.1035 საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება №148-სსმ III, №98, 10.07.2008წ., მუხ.1083 საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №263-სსმ III, №186, 30.12.2008წ., მუხ.1940 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება №131-სსმ III, №93, 28.07.2009წ., მუხ.989 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №168-სსმ III, №114, 18.09.2009წ., მუხ.1291 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილება №114-სსმ III, №49, 28.04.2010წ., მუხ.715 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 მაისის დადგენილება №148-სსმ III, №60, 28.05.2010წ., მუხ.901 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №281-სსმ III, №117, 15.09.2010წ., მუხ.1730 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №378-სსმ III, №162, 13.12.2010წ., მუხ.2288 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №63 - ვებგვერდი, 15.02.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 24.03.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №305 – ვებგვერდი, 09.08.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №317 - ვებგვერდი, 17.08.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №446 - ვებგვერდი, 06.12.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №483 - ვებგვერდი, 26.12.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 26.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №456 - ვებგვერდი, 30.11.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის დადგენილება №105 – ვებგვერდი, 07.05.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 ივლისის დადგენილება №183 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 სექტემბრის დადგენილება №227 – ვებგვერდი, 06.09.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №346 - ვებგვერდი, 19.12.2013წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის  6 ივლისის დადგენილება №311 – ვებგვერდი, 07.07.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ივნისის დადგენილება №271 - ვებგვერდი, 21.06.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №70 · ძალაშია 21 ივნ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 28

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 21 ივნ. 2016
  2. 7 ივლ. 2015
  3. 19 დეკ. 2013

    მე-2 მუხლის ჰ12 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა ჰ1 3 ქვეპუნქტი, რომელიც სამინისტროს ანიჭებს სასკოლო კონკურსის/კონკურსების ჩატარების წესის დამტკიცების უფლებამოსილებას.

  4. 6 სექ. 2013

    მე-2 მუხლის „ჰ8“ ქვეპუნქტში ცენტრის დასახელება ახლა არის „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“; პროგრამების დამტკიცების წესი სხვაგვარად არ შეცვლილა.

  5. 25 ივლ. 2013

    მე-2 მუხლში ჰ¹¹ ქვეპუნქტის ბოლოს წერტილი შეიცვალა და დაემატა ახალი ჰ¹² ქვეპუნქტი სამინისტროს ახალი უფლებამოსილების შესახებ: სახელმძღვანელოების დროებითი უსასყიდლო სარგებლობის ზოგადი წესისა და მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცება.

  6. 7 მაი. 2013

    მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია „გ.ი“-ს მითითება; „ჰ 8“ ქვეპუნქტით გამოსაშვები გამოცდების პროგრამების დამტკიცება გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებას უკავშირდება, ხოლო დაემატა „ჰ 10“ და „ჰ 11“ უფლებამოსილებები.

  7. 30 ნოე. 2012

    მე-2 მუხლის „შ“ და „შ1“ ქვეპუნქტებში შეიცვალა მე-4 მუხლის ქვეპუნქტებზე მითითებები, რაც განსაზღვრავს, რომელი დაწესებულების ხელმძღვანელს ნიშნავს მინისტრი შეთანხმებით, რომელს საერთო წესით და რომლის კანდიდატურას წარუდგენს პრემიერ-მინისტრს.

  8. 26 იან. 2012

    მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტში „გ.გ“ და „გ.მ“ ქვეპუნქტებს დაემატა „გ.ნ“; ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელებს სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს.

  9. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 26 დეკ. 2011

    „შ“ ქვეპუნქტში დირექტორთა დანიშვნის ჩამონათვალიდან ამოღებულია „გ.ი“, ხოლო მინისტრის უფლებამოსილებებს დაემატა ჰ⁷–ჰ⁹ ქვეპუნქტები.

  10. 6 დეკ. 2011

    მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში „ც 1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ც 2“ ქვეპუნქტი, რომელიც სამინისტროს ანიჭებს მოსწავლის პირადი საქმის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების უფლებამოსილებას.

  11. 17 აგვ. 2011

    „ჰ4“ ქვეპუნქტში რექტორებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მითითება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნაწილიდან გადავიდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში დარჩა მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერები.

  12. 9 აგვ. 2011

    მე-2 მუხლის „ჰ4“ ქვეპუნქტში რეესტრების უშუალო წარმოებისა და რეგისტრაციაში გატარების ნაცვლად სამინისტრო განსაზღვრავს რეესტრების წარმოებისა და დირექტორთა და სხვა პირთა რეგისტრაციის წესს.

  13. 24 მარ. 2011

    მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტში კანონმდებლობით დადგენილი წესით დასანიშნ-განსათავისუფლებელ ხელმძღვანელთა წრეს „გ.გ“-სთან ერთად დაემატა „გ.მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება, ამიტომ ტექსტი მრავლობით რიცხვზე გადავიდა.

  14. 15 თებ. 2011

    მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „ც 1“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად სამინისტრო ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წესს.

  15. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2010

    მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: მინისტრი პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით ნიშნავს „გ.ბ“, „გ.ე“, „გ.ზ“, „გ.თ“, „გ.ი“ პირების დირექტორებს, „გ.დ“ ამ ჩამონათვალიდან ამოვიდა და დაემატა „შ¹“ ქვეპუნქტი მისი კანდიდატურის პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენის შესახებ; დაემატა მუხლი 2288 ცვლილებათა ჩამონათვალში.

  16. 15 სექ. 2010

    შეიცვალა მე-2 მუხლის „ს“, „ყ“, „შ“, „ც“, „ხ“, „ჯ“ და „ჰ4“ ქვეპუნქტები: პროფესიული სწავლების ცენტრები შეიცვალა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებით, ხოლო განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი — განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრით. „ხ1“ და „ჰ5“ ამოღებულია.

  17. 23 ივნ. 2010

    მე-2 მუხლში „ჟ 9“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ჟ 10“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც სამინისტრო ამტკიცებს პროფესიული სტანდარტის რეგისტრაციის წესს.

  18. 28 მაი. 2010

    მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტში დირექტორების დანიშვნა-გათავისუფლება პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით ხდება, ხოლო „გ.გ“, „გ.დ“ და „გ.კ“ ქვეპუნქტების დაწესებულებების ხელმძღვანელებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს; ციტირების სიას დაემატა მუხ. 901.

  19. 22 სექ. 2009

    მე-2 მუხლში „ო“ ქვეპუნქტი ეხება საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს, ხოლო „პ“, „ჟ“ და „რ“ ამოღებულია; „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ქ“–„ჰ4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ახალი უფლებამოსილებები და ციტირების ნაწილში დაემატა „მუხ. 1228“.

  20. 18 სექ. 2009

    მე-2 მუხლში დაემატა „ხ 1“ ქვეპუნქტი, რომლითაც სამინისტროს ევალება განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ასევე დაემატა მუხ. 1291-ის მითითება.

  21. 28 ივლ. 2009

    მე-2 მუხლის „ჰ5“ ქვეპუნქტში დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას დაემატა ლეგალიზაცია და ეს უფლებამოსილება კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება; ბოლოს დაემატა მითითება „მუხ. 989“.

  22. 1 იან. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ჩამონათვალში „მუხ.1083“ შეიცვალა ჩანაწერით „მუხ.1083 ; მუხ.1940“, ანუ ჩამონათვალს დაემატა მუხ.1940.

  23. 10 ივლ. 2008

    მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში გასწორდა პ.გ ქვეპუნქტის ფორმულირება, პ.თ ქვეპუნქტით მინისტრი ახლა პროფესიული განვითარების პრინციპებს ამტკიცებს, პ.კ და რ ქვეპუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა ეროვნულ პროფესიულ სააგენტოსთან დაკავშირებით, დაემატა ჩ1 ქვეპუნქტი, ხოლო ჰ ქვეპუნქტში ეროვნული გეგმა პრიორიტეტებით შეიცვალა.

  24. 10 ივლ. 2007

    მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ფუნქციათა ჩამონათვალი გადანომრილია და შინაარსობრივად შეიცვალა: დაემატა სკოლამდელი, პროფესიული განათლებისა და მასწავლებელთა სერტიფიცირების უფლებამოსილებები, ცვლილებებია „ყ“, „შ“, „ც“ და „ჭ“ ქვეპუნქტებში, აკრედიტაციის წესებს ახლა განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს.

  25. 17 ნოე. 2006

    მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „კ¹“ ქვეპუნქტი ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების ერთობლივად შემუშავებისა და დამტკიცების შესახებ; მუხლის ბოლოს არსებულ საცნობარო მითითებებს დაემატა „მუხ. 2144“.

  26. 1 ივნ. 2006

    მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია აკრედიტაციის განხორციელება, „ვ“ ქვეპუნქტი კი სრულად ამოღებულია; ბოლოს დაემატა მითითება მუხ. 912-ზე.

  27. 5 აპრ. 2006

    მე-2 მუხლს დაემატა „ჰ 7“ ქვეპუნქტი, რომლითაც სამინისტრო აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებათა და პერსონალურ მონაცემთა რეესტრებს და რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლების დირექტორებს, მოადგილეებს და სამეურვეო საბჭოს წევრებს. ტექსტის ბოლოს „მუხ. 1228“-ის შემდეგ დაემატა „მუხ. 525“.

  28. 26 ოქტ. 2004

    მე-2 მუხლს დაემატა სამი ახალი ფუნქცია: ენობრივი პოლიტიკა (გ¹), მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკა და ფონდები (ტ¹) და სტიპენდიების, გრანტებისა და პრემიების გაცემა (უ¹); ტექსტში ასევე დაემატა მითითება „მუხ.1036“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • EdTech შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • განათლების სამართალისერვისის გვერდი
  • განათლების სამართალისერვისის გვერდი
  • სპეციალური განათლების სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 14 სექ. 2018 · №78

  • 28 ცვლილება · ბოლო 21 ივნ. 2016
  • 38 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • 4¹სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია

პროფესიული განათლების შესახებ

  • 22სამინისტრო
  • 21საქართველოს მთავრობა

პროფესიული განათლების შესახებ

  • 15საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ზოგადი განათლების შესახებ

  • 26სამინისტროს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში
  • 28³განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
  • 29აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროების უფლებამოსილებანი ზოგადი განათლების სფეროში

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 8საქართველოს  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 54საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილებები

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 16მინისტრის, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელის კომპეტენცია

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ

  • 5აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილება განათლების ხელშეწყობის სფეროში

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 93საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4¹152628³291685422219352
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული განათლების …პროფესიული განათლების …ზოგადი განათლების შესა…საქართველოს განათლების…ადრეული და სკოლამდელი …სოციალური მუშაობის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 14 სექ. 2018 · რედაქცია №78 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026