1.აკადემიის პრეზიდიუმი შედგება აკადემიის პრეზიდენტისაგან, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტისაგან, აკადემიის აკადემიკოს-მდივნისაგან, განყოფილებათა აკადემიკოს-მდივნებისაგან და აკადემიის წესდებით გათვალისწინებული აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრებისაგან. აკადემიის პრეზიდიუმის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება აკადემიის წესდებით.
2.აკადემიის პრეზიდიუმის წევრებს ირჩევს აკადემიის საერთო კრება 5 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
3.აკადემიის პრეზიდიუმი ასრულებს აკადემიის საერთო კრების დადგენილებებს და აკადემიის საერთო კრებებს შორის პერიოდში ხელმძღვანელობს აკადემიის საქმიანობას.
4.აკადემიის პრეზიდიუმი ანგარიშვალდებულია აკადემიის საერთო კრების წინაშე.
5.აკადემიის პრეზიდიუმს ემსახურება ადმინისტრაციული აპარატი.
6.აკადემიის პრეზიდიუმის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება აკადემიის წესდებით. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5575 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
