აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 19. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 25 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

გიორგი ბუიღლიშვილისალომე კობერიძე

1.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

2.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომები სასესიო პერიოდში იმართება, როგორც წესი, ყოველ ორშაბათს, ხოლო უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში – საჭიროებისამებრ.

3.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა თავისი ინიციატივით ან კომიტეტის, ფრაქციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

4.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდიუმის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

5.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა შეიძლება დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს პრეზიდიუმის წევრი და მის მოთხოვნას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე პრეზიდიუმის წევრთა უმრავლესობა. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის დახურვის საკითხი განიხილება დახურული წესით. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე.

6.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე პრეზიდიუმის წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს ფრაქციის წევრმა უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

7.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.

8.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს შეუძლია უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე დასვას საკითხი და სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა მის განხილვაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 3 მაისის რეგლამენტი N12 - ვებგვერდი, 05.05.2022 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 3 სექტემბრის რეგლამენტი №13 - ვებგვერდი, 04.09.2026 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 4 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-19 მუხლის პირველ პუნქტში თავმჯდომარის დავალებით პრეზიდიუმის სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს „მოადგილე“, სიტყვა „ერთ-ერთის“ გარეშე.

  2. მე-19 მუხლის პირველ პუნქტში ერთიანი ბ) კომისია ორ კომისიად გაიყო: ბ) საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა დაცვის და გ) იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა; საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ახლა დ) ქვეპუნქტია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16 (დ…10 (დ…2061282676185842819
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა