1.ეთიკის კომისია შედგება ხუთი დისციპლინური კოლეგიისგან. ყოველი დისციპლინური კოლეგიის შემადგენლობაში არის ეთიკის კომისიის სამი წევრი.
2.დისციპლინურ კოლეგიას ხელმძღვანელობს კოლეგიის თავმჯდომარე, რომელიც ანაწილებს საქმეებს კოლეგიის წევრებს შორის, იწვევს და წარმართავს დისციპლინური კოლეგიის სხდომას.
3.დისციპლინური კოლეგიების შემადგენლობას და კოლეგიების თავმჯდომარეებს განსაზღვრავს ეთიკის კომისიის თავმჯდომარე თავისი გადაწყვეტილებით ერთი წლის ვადით. დისციპლინური კოლეგიების განსაზღვრისას ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ უნდა გაითვალისწინოს სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე ადვოკატების წარმომადგენლობა ერთი დისციპლინური კოლეგიის შემადგენლობაში.
4.იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დისციპლინური კოლეგიის წევრი ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას ავადმყოფობის, აცილების ან თვითაცილების ან სხვა საპატიო მიზეზის გამო, ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს ალტერნატიულ წევრს შესაბამისი ვადით.
5.საპროცესო კოლეგიის სხდომები და ყველა სხვა საპროცესო მოქმედება კოლეგიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ჩატარდეს როგორც კოლეგიურად, ასევე კოლეგიის წევრთა მიერ ინდივიდუალურად. საპროცესო კოლეგიის გადაწყვეტილებები მიიღება კოლეგიურად. განხილვის კოლეგიის სხდომები და ყველა სხვა საპროცესო მოქმედება ტარდება კოლეგიურად, დისციპლინური კოლეგიის სამივე წევრის მონაწილეობით (24.10.15).
6.ეთიკის კომისიას გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით (23.12.2018).

