1.საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
2.ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების/ვალდებულების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული
.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა (მისი შინაარსის გათვალისწინებით) არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა:
ა) რეგისტრაციით დაინტერესებული პირი ნივთის/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მესაკუთრის ან ამ ნივთზე/არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული უფლების/ვალდებულების მქონე პირის სამართალმემკვიდრეა;
ბ) სარეგისტრაციო დოკუმენტი სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტია;
გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გაცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა ყადაღის, განკარგვის უფლების შეზღუდვის ან აკრძალვის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის №1962-IIს კანონის ამოქმედებამდე. ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ძალადაკარგულად ცხადდება;
დ) რეგისტრაციის შედეგად იცვლება უფლების სუბიექტის ან/და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ე) საკუთრების უფლების გაუქმებით ნივთი მესაკუთრის გარეშე რჩება. ასეთ შემთხვევაში, საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებასთან ერთად, რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ძალადაკარგულად ცხადდება;
ვ) ნივთი/არამატერიალური ქონებრივი სიკეთე განკარგულია სააღსრულებო დაწესებულების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულების წესით. ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ძალადაკარგულად ცხადდება;
ზ) მოთხოვნილია რეგისტრირებული უფლების (გარდა საკუთრების უფლებისა)/ვალდებულების შეწყვეტა, რომელიც არ არის დაკავშირებული ნივთზე რეგისტრირებულ საჯარო-სამართლებრივ შეზღუდვასთან, და მისი გაუქმება არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ ნივთზე რეგისტრირებული საჯარო- სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს.
3¹.ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როცა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ სამართლებრივ აქტში პირდაპირ არის მითითებული უფლების/ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ ან/და ეს უფლება/ვალდებულება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ობიექტია.
4.დაუშვებელია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, თუ ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის ეს ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაშია, ან/და სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა ამ კანონის ამოქმედებამდე.
5.თუ მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აგრეთვე იმ უფლების რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, ჯერ მიიღება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა უფლების შესახებ.
6.თუ მოთხოვნილია ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების/ვალდებულების ან რეგისტრირებულ მონაცემებში ისეთი ცვლილების (გარდა მესაკუთრის ცვლილებისა) რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება ნივთზე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, მაგრამ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის ინიციატორმა მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა წერილობითი თანხმობა ამგვარი რეგისტრაციის განხორციელებაზე, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა არ არის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როცა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ სამართლებრივ აქტში პირდაპირ არის მითითებული რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1962 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.251
საქართველოს 2016 წლის 3
ივნისის კანონი
№
5154
- ვებგვერდი, 17.06.2016წ.
საკუთრებისა და იპოთეკის რეგისტრაციის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა
დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავ ქონებაზე საკუთრებისა და იპოთეკის რეგისტრაციის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საკუთრების რეგისტრაციისთვის წარდგენილ დოკუმენტში ფურცლების რაოდენობის აშკარა შეუსაბამობა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი იყო. საკუთრების რეგისტრაციის ბათილობა თავისთავად არ იწვევს შემდგომი იპოთეკის რეგისტრაციის ბათილობას, როდესაც დაცულია კეთილსინდისიერი იპოთეკარების ინტერესები. სასამართლომ ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა: საკუთრების რეგისტრაციის გადაწყვეტილება ბათილად ცნო, ხოლო იპოთეკის რეგისტრაციის ბათილად ცნობაზე უარი თქვა.
წარმოიშობა თუ არა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციამდე?
მოსარჩელე მოითხოვდა მშენებარე ბინის ნაწილზე საკუთრების უფლების აღიარებასა და ქონების ყადაღისგან გათავისუფლებას. დავა ეხებოდა დაურეგისტრირებელი ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყადაღის სამართლებრივ შედეგებს. უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ხელშეკრულებების ბათილობის შესახებ, თუმცა განმარტა, რომ საკუთრების უფლება რეგისტრაციის გარეშე არ წარმოშობილა და დაურეგისტრირებელი ხელშეკრულება მესამე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ დააბრკოლებდა. საკასაციო სასამართლომ საჩივარი არსებითად განიხილა, არ დააკმაყოფილა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა სსსკ 410-ის საფუძველზე.
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, ყადაღის რეგისტრაციის, საკუთრების რეგისტრაციაზე უარისა და ადმინისტრაციულ საჩივრებზე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა
დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, ყადაღის რეგისტრაციის, საკუთრების რეგისტრაციაზე უარისა და ადმინისტრაციული საჩივრების თაობაზე. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დოკუმენტების კანონიერების შესახებ გამოძიების პირობებში წარმოების შეჩერებას ობიექტური და რეალური საფუძველი ჰქონდა. სასამართლომ ასევე განმარტა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის უპირატესი რიგითობა და მიუთითა საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე. სააპელაციო განჩინება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
უძრავ ქონებაზე საკუთრების, გაერთიანებისა და იპოთეკის რეგისტრაციის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა
მოსარჩელე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავ ქონებაზე საკუთრების, ქონების გაერთიანებისა და იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სააგენტოს ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურებით შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების წარდგენის ხარვეზი უნდა გამოევლინა, ხოლო კეთილსინდისიერი იპოთეკარი საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ ნდობით სარგებლობს. სასამართლომ სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა: საკუთრების თავდაპირველი რეგისტრაციის ორი გადაწყვეტილება ბათილად ცნო და სააგენტოს მესაკუთრის ჩანაწერის შეცვლა დაავალა. იპოთეკის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მიწის ნაკვეთზე იპოთეკის გავრცელების სარეგისტრაციო ჩანაწერისა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა
დავა ეხებოდა საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე იპოთეკის გავრცელების ჩანაწერისა და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას. მოპასუხეები იყვნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მისი გორის სარეგისტრაციო სამსახური. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა დასკვნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შენობა და მიწის ნაკვეთი ერთ უძრავ ქონებას წარმოადგენდა და შენობაზე რეგისტრირებული იპოთეკა მიწაზეც ვრცელდებოდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა.
ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და რეესტრის ამონაწერის ბათილობა
დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ყადაღადადებულ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ბათილობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ ურთიერთობაში მართლზომიერი მფლობელობისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტი უნდა შედგენილიყო როგორც ყადაღის რეგისტრაციამდე, ისე 2009 წლის 3 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებამდე. სასამართლომ ორივე პირობა დაკმაყოფილებულად მიიჩნია და დაადგინა, რომ საკუთრების რეგისტრაციისას ყადაღა შენარჩუნდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სარჩელის უარმყოფელი სააპელაციო გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.2. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების/ვალდებულების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა (მისი შინაარსის გათვალისწინებით) არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა:ა) რეგისტრაციით დაინტერესებული პირი ნივთის/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მესაკუთრის ან ამ ნივთზე/არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული უფლების/ვალდებულების მქონე პირის სამართალმემკვიდრეა;ბ) სარეგისტრაციო დოკუმენტი სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტია;გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გაცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა ყადაღის, განკარგვის უფლების შეზღუდვის ან აკრძალვის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის №1962-IIს კანონის ამოქმედებამდე. ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ძალადაკარგულად ცხადდება;დ) რეგისტრაციის შედეგად იცვლება უფლების სუბიექტის ან/და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები;ე) საკუთრების უფლების გაუქმებით ნივთი მესაკუთრის გარეშე რჩება. ასეთ შემთხვევაში, საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებასთან ერთად, რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ძალადაკარგულად ცხადდება;ვ) ნივთი/არამატერიალური ქონებრივი სიკეთე განკარგულია სააღსრულებო დაწესებულების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულების წესით. ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ძალადაკარგულად ცხადდება;ზ) მოთხოვნილია რეგისტრირებული უფლების (გარდა საკუთრების უფლებისა)/ვალდებულების შეწყვეტა, რომელიც არ არის დაკავშირებული ნივთზე რეგისტრირებულ საჯარო-სამართლებრივ შეზღუდვასთან, და მისი გაუქმება არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ ნივთზე რეგისტრირებული საჯარო- სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს.31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როცა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ სამართლებრივ აქტში პირდაპირ არის მითითებული უფლების/ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ ან/და ეს უფლება/ვალდებულება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ობიექტია.4.დაუშვებელია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, თუ ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის ეს ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაშია, ან/და სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა ამ კანონის ამოქმედებამდე.5. თუ მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აგრეთვე იმ უფლების რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, ჯერ მიიღება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა უფლების შესახებ.6. თუ მოთხოვნილია ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების/ვალდებულების ან რეგისტრირებულ მონაცემებში ისეთი ცვლილების (გარდა მესაკუთრის ცვლილებისა) რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება ნივთზე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, მაგრამ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის ინიციატორმა მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა წერილობითი თანხმობა ამგვარი რეგისტრაციის განხორციელებაზე, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა არ არის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როცა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ სამართლებრივ აქტში პირდაპირ არის მითითებული რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ.საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1962 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.251საქართველოს 2016 წლის 3ივნისის კანონი№5154- ვებგვერდი, 17.06.2016წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №22 · ძალაშია 3 ივნ. 2019-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.