საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 32

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მინისტრი ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კანონიერებას და მიზანშეწონილობას.

2.მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელთა სამართლებრივ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემულ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებს, მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს.

3.მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირთა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით.

4.მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.

4¹.სპეციალური დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ამ სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელი. სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გააუქმოს ამ სპეციალური დაწესებულებისა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (მათ შორის, ამ დაწესებულებათა ტერიტორიული ორგანოების) თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით. სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია ეს უფლებამოსილება ან/და მისთვის მინიჭებული სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების სხვა უფლებამოსილება თავის მოადგილეს გადასცეს.

5.სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები აქტის შეცვლის ან მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის ანდა ახალი მოქმედების შესრულების შესახებ.

6.(ამოღებულია - 20.09.2018, №3453); საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მინისტრი ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კანონიერებას და მიზანშეწონილობას. 2. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელთა სამართლებრივ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემულ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებს, მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს. 3. მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირთა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით. 4. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს. 4 1 . სპეციალური დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ამ სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელი. სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გააუქმოს ამ სპეციალური დაწესებულებისა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (მათ შორის, ამ დაწესებულებათა ტერიტორიული ორგანოების) თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით. სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია ეს უფლებამოსილება ან/და მისთვის მინიჭებული სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების სხვა უფლებამოსილება თავის მოადგილეს გადასცეს. 5. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები აქტის შეცვლის ან მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის ანდა ახალი მოქმედების შესრულების შესახებ. 6. (ამოღებულია - 20.09.2018, №3453); საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №49 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 1 ივლ. 2025
  2. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტში დაზუსტდა ძალადაკარგულად ცნობის ობიექტები და სამართლებრივი ნორმების ჩამონათვალი (პრეზიდენტის ნორმატიული აქტები, მთავრობის დადგენილებები), ხოლო ახალი მე-6 პუნქტით საპროკურორო აქტები და ქმედებები მინისტრის უფლებამოსილების მიღმაა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23203033¹313022302920932
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს მთავრობის …საქართველოს განათლების…თავდაცვის კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა