საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 3¹. მინისტრის

რედაქცია №78 კონსოლიდირებული · 14 სექ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

მოადგილეებ ი 1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2.მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3.მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას ან სხვა საფუძველზე, მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას, მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე.

4.მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.

5.მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მინისტრის უფლებამოსილებას, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

6.მინისტრის პირველი მოადგილე ან მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

7.(ამოღებულია – 28.11.2012, №456).

8.( ამოღებულია – 15.03.2013, №56 ).

9.(ამოღებულია - 21.07.2016, №337).

10.მინისტრის მოადგილე ან პირველი მოადგილე ამავდროულად შეიძლება იყოს სამინისტროს სისტემაში შემავალი ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული იურიდიული პირის ხელმძღვანელი. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №378-სსმ III, №162, 13.12.2010წ., მუხ.2288 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის დადგენილება №80 - ვებგვერდი, 21.02.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №115 – ვებგვერდი, 16.03.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №305 – ვებგვერდი, 09.08.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №456 - ვებგვერდი, 30.11.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის დადგენილება №56 - ვებგვერდი, 21.03.2013წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 თებერვლის დადგენილება №24 – ვებგვერდი, 03.02.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ივნისის დადგენილება №271 - ვებგვერდი, 21.06.2016წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის დადგენილება №337 - ვებგვერდი, 26.07.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 ივნისის დადგენილება №293 - ვებგვერდი, 19.06.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №75 · ძალაშია 19 ივნ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 3¹ მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულია: დებულება აღარ ითვალისწინებს, რომ მინისტრის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი.

  2. 3¹ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებში პირველი მოადგილე დაემატა საპარლამენტო მდივნის ფუნქციის შემსრულებლისა და სააგენტოს დირექტორის წრეს, ხოლო მე-7 პუნქტი ამოღებულია.

  3. 3¹ მუხლის მე-4 პუნქტში პირველი მოადგილის მიერ კოორდინაციის ობიექტებიდან ამოღებულია სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.

  4. 3¹ მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი, რომლის მიხედვით მინისტრის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორია. წინა „6.“ ნუმერაციის ადგილას ახალი ნორმა შევიდა და მომდევნო დებულება მე-8 პუნქტადაა გადანომრილი.

  5. 3¹ მუხლს დაემატა 4¹ პუნქტი, რომელიც აწესრიგებს მინისტრის უფლებამოსილების განხორციელებას მინისტრისა და პირველი მოადგილის ერთდროული არყოფნისას: ამას მინისტრის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს ერთ-ერთი მოადგილე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
232420325557625222973¹
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს მთავრობის …საქართველოს რესპუბლიკი…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს განათლების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №78 · ბოლოს შემოწმდა