Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებმუხლი 3

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა

რედაქცია №78 კონსოლიდირებული · 14 სექ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტებით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურების, დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას.

2.მინისტრი: ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას, და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის; გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს; ე) (ამოღებულია – 04.08.2011, №305); ვ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს, აგრეთვე წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, – დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე; ზ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულები-სათვის; თ) (ამოღებულია – 04.08.2011, №305); ი) (ამოღებულია – 04.08.2011, №305); კ) პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის; ლ) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებს, საბჭოებს – სათათბირო უფლებით; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს; ნ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს; პ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს; ჟ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების დირექტორებს; რ) (ამოღებულია); ს) ამტკიცებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმასა და ჟურნალის წარმოების წესს; ტ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ინფრასტრუქტურის განვითარების სამოქმედო გეგმას; უ) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა ინსტრუქციას; ფ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს. ქ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საჯარო სკოლებში საქმისწარმოების წესს; ღ) (ამოღებულია - 17.06.2016, №271); ყ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს კონკურსებს; შ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების წარმატებით შესრულებისათვის, აგრეთვე სამსახურებრივ მოვალეობათა მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელებისათვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წახალისების ამა თუ იმ ფორმის (მათ შორის, პრემირების) გამოყენების თაობაზე; შ 1 ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთათვის სამინისტროს ჯილდოს გაცემის წესს; ჩ) უფლებამოსილია, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს თავის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს.

3.(ამოღებულია);

4.(ამოღებულია); საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №160-სსმ III, №111, 22.09.2005წ., მუხ.1228 საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №77-სსმ III, №46, 05.04.2006წ., მუხ.525 საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №97, 10.07.2007წ., მუხ.1035 საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება №148-სსმ III, №98, 10.07.2008წ., მუხ.1083 საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №227-სსმ III, №168, 27.11.2008წ., მუხ.1706 საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №263-სსმ III, №186, 30.12.2008წ., მუხ.1940 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 თებერვლის დადგენილება №25-სსმ III, №14, 05.02.2010წ., მუხ.156 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილება №104-სსმ III, №36, 07.04.2010წ., მუხ.596 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №281-სსმ III, №117, 15.09.2010წ., მუხ.1730 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №378-სსმ III, №162, 13.12.2010წ., მუხ.2288 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №381-სსმ III,№165,17.12.2010წ., მუხ.2368 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №305 – ვებგვერდი, 09.08.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №55 - ვებგვერდი, 17 .

02.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის დადგენილება №2 82 – ვებგვერდი, 2 4 .

07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის დადგენილება №105 – ვებგვერდი, 07.05.2013წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ივნისის დადგენილება №271 - ვებგვერდი, 21.06.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №70 · ძალაშია 21 ივნ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 17

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 17 სექ. 2018· გამოქვეყნდა 14 სექ. 2018
  2. 21 ივნ. 2016
  3. 7 მაი. 2013

    მე-3 მუხლის მინისტრის უფლებამოსილებათა ჩამონათვალს დაემატა „შ 1“ ქვეპუნქტი სამინისტროს ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.

  4. 24 ივლ. 2012

    მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „ჩ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც მინისტრს შეუძლია ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები დელეგირებით გადასცეს თავის მიერ განსაზღვრულ პირებს.

  5. 17 თებ. 2012

    მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „შ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების წახალისების, მათ შორის პრემირების, გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ამ ორგანოთა ხელმძღვანელების წარდგინებით.

  6. 9 აგვ. 2011

    მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში „გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია საქვეუწყებო დაწესებულებები, ამოღებულია „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები საქვეუწყებო დაწესებულებებთან დაკავშირებით და დაემატა „ყ“ ქვეპუნქტი კონკურსების გამოცხადების შესახებ.

  7. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2010

    მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების ადგილას ახლა მხოლოდ „(ამოღებულია)“ წერია, ანუ მინისტრის მოადგილეების შესახებ ეს პუნქტები ამოღებულია; დაემატა მუხლი 2288 ცვლილებათა ჩამონათვალში.

  8. 17 დეკ. 2010

    მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები, რომლებიც მინისტრს ანიჭებს საჯარო სკოლებში საქმისწარმოების წესისა და ატესტატის მისაღები მინიმალური კომპეტენციის საგამოცდო პროგრამის დამტკიცების უფლებამოსილებას. ამასთან დაემატა ცვლილების აღნიშვნა „მუხ. 2368“.

  9. 15 სექ. 2010

    მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტიდან ამოღებულია „რ“ ქვეპუნქტი სალიცენზიო რეესტრისა და შემოწმების აქტების ჟურნალის ფორმისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ; ცნობარულ ჩანაწერს დაემატა მუხ. 1730.

  10. 7 აპრ. 2010

    მე-2 პუნქტს დაემატა „ფ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად მინისტრი ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს. ამასთან, მუხლის ბოლოს არსებულ მითითებათა ჩამონათვალს დაემატა „მუხ. 596“.

  11. 5 თებ. 2010

    მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „უ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად მინისტრი ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა ინსტრუქციას. ასევე დაემატა მითითება „მუხ. 156“ მუხლის ბოლოს არსებულ სიაში.

  12. 1 იან. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში დირექტორთა წრე შემცირდა: სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები ამოღებულია და დარჩა საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები. მუხლის ბოლოს ცნობით ჩამონათვალს დაემატა „მუხ. 1940“.

  13. 1 იან. 2009· გამოქვეყნდა 27 ნოე. 2008

    მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „ტ“ ქვეპუნქტი, რომლითაც მინისტრი ამტკიცებს სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ინფრასტრუქტურის განვითარების სამოქმედო გეგმას; ასევე დაემატა მითითება „მუხ. 1706“.

  14. 10 ივლ. 2008

    მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა რ და ს ქვეპუნქტები (სალიცენზიო რეესტრისა და სარეგისტრაციო ჟურნალების ფორმების და წარმოების წესების დამტკიცება), ხოლო მე-3 პუნქტში მინისტრის მოადგილეთა რაოდენობა სამიდან ოთხამდე გაიზარდა.

  15. 14 აპრ. 2008
  16. 10 ივლ. 2007

    მე-3 მუხლში ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელებისა და მოადგილეების დანიშვნა-გათავისუფლება „დ“ ქვეპუნქტიდან გადავიდა „პ“ ქვეპუნქტში, რომელიც ადრე მოხელეებს ეხებოდა.

  17. 5 აპრ. 2006

    მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მინისტრი ამტკიცებს საქვეუწყებო დაწესებულებათა დებულებებს, ხოლო ახალი „ჟ“ ქვეპუნქტით ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლამდელი დაწესებულებების დირექტორებს. ტექსტის ბოლოს „მუხ. 1228“-ის შემდეგ დაემატა „მუხ. 525“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 3¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 14 სექ. 2018 · №78

  • 17 ცვლილება · ბოლო 14 სექ. 2018
  • 24 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • 3¹მინისტრის

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 20
  • 8
  • 13

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 22

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 20

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 16მინისტრის, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელის კომპეტენცია
  • 14სამინისტროს სტატუსი და სტრუქტურა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 13სამსახურის ხელმძღვანელობა

თავდაცვის კოდექსი

  • 9სამინისტრო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 6სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 55საქართველოს პრემიერ-მინისტრი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
208133¹551316146222093
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აღმასრულებელი ხელისუფლ…საქართველოს ფინანსთა ს…თავდაცვის კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 14 სექ. 2018 · რედაქცია №78 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026