საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 9

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება: ა) გადადგომისას; ბ) გარდაცვალებისას; გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას; დ) (ამოღებულია - 20.09.2018, №3453); ე) საქართველოს კონსტიტუციის 48-ე და 56-ე−58-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ვ) მთავრობის წევრის საქმიანობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებისას; ზ) (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე საჯაროდ განცხადების ან საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტისათვის წერილობითი განცხადებით მიმართვის მომენტიდან. პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი ფაქტის დადგომისთანავე; გ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან; დ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღებისთანავე.

3.პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება: ა) გადადგომისას; ბ) გარდაცვალებისას; გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას; დ) (ამოღებულია - 20.09.2018, №3453); ე) საქართველოს კონსტიტუციის 48-ე და 56-ე−58-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ვ) მთავრობის წევრის საქმიანობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებისას; ზ) (ამოღებულია - 04.10.2013, №1463). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე საჯაროდ განცხადების ან საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტისათვის წერილობითი განცხადებით მიმართვის მომენტიდან. პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი ფაქტის დადგომისთანავე; გ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან; დ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღებისთანავე. 3. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №37 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. პირველი პუნქტიდან ამოღებულია პირადი განცხადების საფუძველი, მე-2 პუნქტში პრეზიდენტის მიერ გათავისუფლება შეიცვალა თითოეულ საფუძველზე შეწყვეტის მომენტის განსაზღვრით, ხოლო მე-3 პუნქტში წევრის დანიშვნა პრეზიდენტის თანხმობის გარეშე ხდება.

  2. · გამოქვეყნდა 6 ივლ. 2011

    მე-9 მუხლში პირადი საქმის შემდგენი კომისია ახლა თვითმმართველი ერთეულის გამწვევი კომისიაა, თბილისში — რაიონისა; „რაიონის (ქალაქის)“ ფორმულირება ამოღებულია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22725 (დ…26 (დ…56112482110799
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა