აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 10

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 22 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მთავრობის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება: ა) გადადგომისას; ბ) გარდაცვალებისას; გ) უმაღლესი საბჭოს მიერ მისი გათავისუფლებისას; დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას; ე) მთავრობის უფლებამო­სი­ლების შეწყვეტისას; ვ) კანონით შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებისას; ზ) საარჩევნო უფლების დაკარგვისას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე საჯაროდ განცხადების ან საქართველოს მთავრობისა და უმაღლესი საბჭოსათვის წერილობითი განცხადებით მიმართვის მომენტიდან; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი ფაქტის დადგომისთანავე; გ) ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობის თავმჯდომარის გათავისუფლებისას: გ.ა) უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს მთავრობას მიმართავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გათავისუფლების თაობაზე თანხმობის მისაღებად; გ.ბ) საქართველოს მთავრობის თანხმობის მიღების შემდეგ უმაღლესი საბჭო 1 კვირის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს; დ) „დ“ ქვეპუნქტით გათვა­ლის­წი­ნებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლება­მო­სილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან; ე) „ვ“ ქვეპუნქტით გათვა­ლის­წი­ნებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლება­მო­სილება შეწყვეტილად ითვლება თანამ­დე­ბობ­რი­ვი შეუთავსებლობის ფაქტის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღებისთანავე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 ნოე. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
926 (დ…25 (დ…1151141182412782110
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს მთავრობის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა