საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

მუხლი 9. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის, მინისტრთა კაბინეტის წევრის გადადგომის უფლება და წესი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 15 მარ. 1994

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს გადადგეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომა იწვევს მინისტრთა კაბინეტის გადადგომას. გადადგომის შესახებ მოტივირებულ განცხადებას პრემიერ-მინისტრი წარუდგენს პარლამენტს. პარლამენტი უფლებამოსილია არ მიიღოს გადადგომა, თუ ამაზე იქნება პრემიერ-მინისტრის თანხმობა. მინისტრთა კაბინეტის წევრს უფლება აქვს გადადგეს. გადადგომის შესახებ მოტივირებული განცხადება წარედგინება სახელმწიფოს მეთაურსა და პარლამენტს. სახელმწიფოს მეთაური უფლებამოსილია არ მიიღოს გადადგომა, თუ ამაზე იქნება კაბინეტის წევრის თანხმობა. გადადგომის მიღება არ საჭიროებს პარლამენტის დასტურს. მინისტრთა კაბინეტს უფლება აქვს გადადგეს. გადადგომის შესახებ მოტივირებული განცხადება წარედგინება პარლამენტს. პარლამენტი უფლებამოსილია არ მიიღოს გადადგომა, თუ ამაზე იქნება მინისტრთა კაბინეტს თანხმობა. დადგენილება გადადგომის საკითხთან დაკავშირებით მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტი, კაბინეტის ცალკეული წევრები აგრძელებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის თუ კაბინეტის წევრის დანიშვნამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი  -  პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 31 მარ. 1994-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 31 მარ. 1994 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22793¹55572421828261789
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს მთავრობის …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა