Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებმუხლი 29

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 29. სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების წესი

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადებისას) სასამართლო განაჩენის ასლის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს (შემდგომ − ადგილობრივი საბჭო) გადაწყვეტილების ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ პრობაციის ბიურო მსჯავრდებულს განუსაზღვრავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელი აღსრულდება საჯარო დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, შესასრულებელი სამუშაოს საზოგადოებისთვის სასარგებლო ხასიათიდან გამომდინარე, სასჯელი შეიძლება აღსრულდეს კერძო სამართლის იურიდიულ პირში.

2.პრობაციის ბიუროსა და დამსაქმებელს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითება მსჯავრდებულის მიერ შესასრულებელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე, მთლიანი ვადა, ყოველდღიური ხანგრძლივობა, სამუშაო ადგილი, დამსაქმებლის დასახელება და მისამართი, აგრეთვე საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები. ამ ხელშეკრულების ასლი გადაეცემა მსჯავრდებულს.

3.სააგენტო უფლებამოსილია საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სრულფასოვანი აღსრულების და მისი ჯეროვანი კონტროლის, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის, განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოსთან ან სხვა დამსაქმებელთან დადოს შესაბამისი შეთანხმება/ხელშეკრულება. ეს შეთანხმება/ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს დამსაქმებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებას. ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული მომსახურების საფასური სააგენტოს აღნიშნული მიზნისა და სხვა მიზნების მიღწევას მოხმარდება.

4.მსჯავრდებული, მისი სოციალური მდგომარეობისა და სამუშაო პირობების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იქნება კვებით ან მას სააგენტო აუნაზღაურებს კვების ხარჯებს, რომლის დანიშვნის პირობები და წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

5.მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დროს, შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით, სააგენტო მინისტრის მიერ დადგენილი პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს სათანადო სახის დაზღვევით.

6.საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4430 - ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6504 – ვებგვერდი, 02.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1781 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6957-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №43

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2025 – 1 ივნ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 3 აპრ. 2025 – 1 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2018 – 3 აპრ. 2025 ტექსტი უცნობია

  4. 28 ივლ. 2017 – 1 იან. 2018 ტექსტი უცნობია

  5. 8 იან. 2014 – 28 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 28შემდეგი მუხლი 30

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №43

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 33საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით მსჯავრდებული პირის პასუხისმგებლობა
  • 31საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადის გამოთვლა
  • 33²საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულების წესი

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 15საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება
  • 8პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინების სახეები
  • 16გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 44საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 77არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება
  • 71საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა
  • 96არასრულწლოვანი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 285სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა

პენიტენციური კოდექსი

  • 127ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომითი საქმიანობის ზოგადი პრინციპები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1581644333133²28577719612729
მნიშვნელობით ახლოსარასაპატიმრო სასჯელთა …დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026