Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიურიდიული დახმარების შესახებმუხლი 21

იურიდიული დახმარების შესახებ

მუხლი 21. საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა და მისი შრომის ანაზღაურება

რედაქცია №34 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:კომერციული სასამართლოადამიანის უფლებათა სამართალირისკების მართვაოჯახში ძალადობამსხვერპლის წარმომადგენლობა - ეკონომიკურისამთავრობო ქმედებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹34567

1.სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვას უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი: ა) ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან/და გამართლებულის ან მისი წარმომადგენლის ან/და ახლო ნათესავის მიმართვის საფუძველზე; ბ) პროცესის მწარმოებელი ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე.

2.ბრალდებულს, მსჯავრდებულს ან/და გამართლებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს საზოგადოებრივ ადვოკატს და მოიწვიოს იგი. პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უზრუნველყოს საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა და მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.

2¹.საზოგადოებრივი ადვოკატის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში ჩართვას უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი: ა) უშუალოდ იმ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, რომელიც ითხოვს იურიდიულ დახმარებას; ბ) სასამართლოს დასაბუთებული განჩინების საფუძველზე.

3.იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი დაუყოვნებლივ განიხილავს პირის მიმართვას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით, არკვევს, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს, და 2 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის ან მის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის შესახებ.

4.იურიდიული დახმარების გაწევაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. იურიდიული დახმარების გაწევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება სამსახურის დირექტორთან, ხოლო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი – სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით.

6.საქმეში ჩართული საზოგადოებრივი ადვოკატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ კანონით, სამსახურის დებულებითა და საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას.

7.სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატი სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების გაწევისთვის იღებს ხელფასს, ხოლო მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული დახმარება ანაზღაურდება დირექტორის მიერ დამტკიცებული შრომის ანაზღაურების ოდენობისა და გაცემის წესის შესაბამისად. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3013 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1374 – ვებგვერდი, 05.03.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვას უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი: ა) ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან/და გამართლებულის ან მისი წარმომადგენლის ან/და ახლო ნათესავის მიმართვის საფუძველზე; ბ) პროცესის მწარმოებელი ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე. 2. ბრალდებულს, მსჯავრდებულს ან/და გამართლებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს საზოგადოებრივ ადვოკატს და მოიწვიოს იგი. პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უზრუნველყოს საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა და მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება. 2 1 . საზოგადოებრივი ადვოკატის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში ჩართვას უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი: ა) უშუალოდ იმ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, რომელიც ითხოვს იურიდიულ დახმარებას; ბ) სასამართლოს დასაბუთებული განჩინების საფუძველზე. 3. იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი დაუყოვნებლივ განიხილავს პირის მიმართვას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით, არკვევს, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს, და 2 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის ან მის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის შესახებ. 4. იურიდიული დახმარების გაწევაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. იურიდიული დახმარების გაწევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება სამსახურის დირექტორთან, ხოლო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი – სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით. 6. საქმეში ჩართული საზოგადოებრივი ადვოკატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ კანონით, სამსახურის დებულებითა და საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას. 7. სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატი სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების გაწევისთვის იღებს ხელფასს, ხოლო მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული დახმარება ანაზღაურდება დირექტორის მიერ დამტკიცებული შრომის ანაზღაურების ოდენობისა და გაცემის წესის შესაბამისად. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3013 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1374 – ვებგვერდი, 05.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 5 მარ. 2026

    21-ე მუხლის მე-7 პუნქტით მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატის ანაზღაურების წესს საბჭოს ნაცვლად დირექტორი ამტკიცებს; დანარჩენი ცვლილებები სტილისტურია.

  2. 1 იან. 2016· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2014

    21-ე მუხლში დაემატა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე ადვოკატის ჩართვის საფუძვლები (2¹ პუნქტი) და ანაზღაურების წესი (მე-7 პუნქტი); მე-3 პუნქტში დაწესდა დაუყოვნებლივი განხილვა და 2 სამუშაო დღის ვადა, ხოლო მე-4 პუნქტში უარის გასაჩივრების ინსტანციად სამსახურის დირექტორი განისაზღვრა.

  3. 28 დეკ. 2013

    21-ე მუხლში საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვის მიმართვისა და დაკავშირების უფლება გავრცელდა გამართლებულ პირზეც; V თავის სათაური ამ მუხლის ბოლოდან ამოღებულია.

  4. 1 თებ. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    21-ე მუხლში საკონსულტაციო ცენტრი დაემატა საზოგადოებრივი ადვოკატის ჩართვაზე და მიმართვის განხილვაზე უფლებამოსილ სუბიექტებს, მე-3 პუნქტში კრიტერიუმები სხვა სამართლებრივ აქტებსაც მოიცავს, ხოლო V თავის სათაური შეიცვალა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 21¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მსხვერპლის მხარდაჭერა და წარმომადგენლობა12 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა (მუხლი 154)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • იურიდიული კონსულტაცია6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • იურიდიული მხარდაჭერა საგანგებო სიტუაციების დროს6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №34

  • 4 ცვლილება · ბოლო 5 მარ. 2026
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 20ანგარიშგების ფორმა
  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
  • 5იურიდიული დახმარების გაწევის პირობები

ადვოკატთა შესახებ

  • 17ადვოკატის თანაშემწე
  • 4ადვოკატის უფლებები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 44ბრალდებულის ადვოკატის სამართლებრივი მდგომარეობა
  • 60სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები
  • 46დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 255ადვოკატი

პენიტენციური კოდექსი

  • 95იურიდიული დახმარება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 15ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობა წარმომადგენლის მეშვეობით

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ

  • 11საქმის განხილვის პროცესში მესამე პირის მონაწილეობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
174152025255446046119521
მნიშვნელობით ახლოსიურიდიული დახმარების შ…ადვოკატთა შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №34 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026