არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

მუხლი 71. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ენიშნება 40-დან 300 საათამდე ვადით. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს.

2.თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის ან მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება უფრო მეტი ვადითაც დაინიშნოს.  დამატებით სასჯელად  საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება უფრო ნაკლები ვადითაც დაინიშნოს.

3.არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ისე უნდა დაენიშნოს, რომ მისმა აღსრულებამ ხელი არ შეუშალოს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას ან სწავლის პროცესს.

4.საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნისას სასურველია, არასრულწლოვანი  მსჯავრდებული სამუშაოდ ისეთ ადგილზე გამწესდეს, სადაც იგი საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებისათვის საჭირო გამოცდილებასა და უნარებს შეიძენს.

5.არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაენიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სასჯელის სახედ გათვალისწინებული არ არის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 24 ივნ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4417162313029285¹2857996859571
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…დანაშაულის პრევენციის,…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა