საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. მუხლი 44 2 . (ამოღებულია) საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. მუხლი 44 3 . (ამოღებულია) საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2707 - ვებგვერდი, 31.10.2014წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. მუხლი 44 4 . (ამოღებულია) საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. მუხლი 44 5 . (ამოღებულია) საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. მუხლი 44 6 . (ამოღებულია) საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. მუხლი 44 7 . (ამოღებულია) ს საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. თავი X 2 . სასჯელის სახით დანიშნული შინაპატიმრობის აღსრულების წესი საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3713 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. მუხლი 44 8 . შინაპატიმრობის აღსრულების წესი 1. სასჯელის სახით დანიშნული შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტების წარმოებაში მიღებასა და აღსრულებაზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი.
2.შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტი ექვემდებარება წარმოებაში მიღებას და აღსრულების დაწყებას დაუყოვნებლივ, თუ ამ სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
3.შინაპატიმრობით მსჯავრდებულის მიმართ არ ვრცელდება ამ კანონის IV თავის მოქმედება, გარდა 12 1 მუხლისა.
4.შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში მსჯავრდებულზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები.
5.მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის რეჟიმის (სასამართლოს/ადგილობრივი საბჭოს მიერ დადგენილი შინაპატიმრობის დროისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის სხვა მოვალეობების) არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფროსი შესაბამისი წარდგინებით მიმართავს განაჩენის გამომტან სასამართლოს.
6.შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
7.შინაპატიმრობის აღსრულებისას მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაკარგვის ან მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მას, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელს.
8.იქ, სადაც შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით კონტროლი ტექნიკურად შეუძლებელია, კონტროლი ხორციელდება მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე პრობაციის ოფიცრის გაუფრთხილებელი ვიზიტით, თვეში არანაკლებ ექვსჯერ, რის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი.
9.შინაპატიმრობის აღსრულებისას ამ კანონის 12 1 მუხლით გათვალისწინებული საპატიო პირობების არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული თხოვნით, პრობაციის ბიუროს უფროსის წერილობითი ნებართვით მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს საცხოვრებლიდან დროებით გასვლის უფლება.
10.შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს საფასური. ეს საფასური სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება და მისი მიზნების მიღწევას და ფუნქციების შესრულებას ხმარდება.
11.შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება.
12.მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება: ა) შინაპატიმრობის აღსრულების წესი, პირობები და შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის ოდენობა; ბ) შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის გადახდის წესი და პირობები; გ) დეპოზიტზე თანხის განთავსების წესი და პირობები. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3713 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. თავი X 3 . სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის აღსრულება საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2398 – ვებგვერდი, 08.06.2018წ. მუხლი 44 9 . სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის აღსრულების წესი 1. სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი აქტის წარმოებაში მიღებასა და აღსრულებაზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი.
2.იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ სასამართლოს განაჩენის ასლი აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებული აღრიცხვაზე აჰყავს და განუმარტავს მას სასჯელის მოხდის წესებსა და პირობებს.
4.პრობაციის ოფიცერი აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის წარმოებაში მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უგზავნის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების შესახებ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2398 – ვებგვერდი, 08.06.2018წ. მუხლი 44 10 . იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების უფლებამოსილების მქონე ორგანოს ვალდებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებასა და იარაღის ჩამორთმევას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პრობაციის ოფიცრის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციას მათი მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა აწვდის პრობაციის ბიუროს. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2398 – ვებგვერდი, 08.06.2018წ. თავი X 4 . მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულება საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №956 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

