საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

მუხლი 17. განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების შეზღუდვები

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განსაკუთრებით საშიშ პათოგენებთან მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზიის მფლობელ იურიდიულ პირებს.

2.საქართველოს მთავრობა ადგენს იმ ფიზიკური პირების სიას, რომლებსაც ნასამართლობის ან ტერორიზმში ბრალდებულად ყოფნის გამო ეკრძალებათ განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობა, გამოყენება, გადაცემა, გადატანა და განადგურება.

3.სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს დამატებით ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზიის გაცემის დამატებითი პირობებია.

4.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის ბრძანებით იქმნება განსაკუთრებით საშიში პათოგენების ეროვნული საცავი.

5.სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ამტკიცებს განსაკუთრებით საშიში პათოგენების გადაცემისა და გადატანის წესებს. ამ წესების შესრულება სავალდებულოა ნებისმიერი პირისათვის, რომელიც მონაწილეობს განსაკუთრებით საშიში პათოგენების გადაცემაში ან/და გადატანაში.

6.განსაკუთრებით საშიში პათოგენები შეიძლება გადაეცეს მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებას. განსაკუთრებით საშიში პათოგენების ყველა სავარაუდო გადატანის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებას და ისინი უნდა გადაადგილდეს დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 24  სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. განსაკუთრებით საშიშ პათოგენებთან მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზიის მფლობელ იურიდიულ პირებს. 2. საქართველოს მთავრობა ადგენს იმ ფიზიკური პირების სიას, რომლებსაც ნასამართლობის ან ტერორიზმში ბრალდებულად ყოფნის გამო ეკრძალებათ განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობა, გამოყენება, გადაცემა, გადატანა და განადგურება. 3. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს დამატებით ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზიის გაცემის დამატებითი პირობებია. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის ბრძანებით იქმნება განსაკუთრებით საშიში პათოგენების ეროვნული საცავი. 5. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ამტკიცებს განსაკუთრებით საშიში პათოგენების გადაცემისა და გადატანის წესებს. ამ წესების შესრულება სავალდებულოა ნებისმიერი პირისათვის, რომელიც მონაწილეობს განსაკუთრებით საშიში პათოგენების გადაცემაში ან/და გადატანაში. 6. განსაკუთრებით საშიში პათოგენები შეიძლება გადაეცეს მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებას. განსაკუთრებით საშიში პათოგენების ყველა სავარაუდო გადატანის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებას და ისინი უნდა გადაადგილდეს დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 24  სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 11 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18193277747311¹271925323617
მნიშვნელობით ახლოსსაზოგადოებრივი ჯანმრთე…ჯანმრთელობის დაცვის შე…ნარკოტიკული საშუალებებ…ცოცხალი გენმოდიფიცირებ…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა