ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

მუხლი 19. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 14 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ფიზიკურ პირს ( მათ შორის , საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალ ფიზიკურ პირს ) უფლება აქვს, მკურნალობის მიზნით თან იქონიოს ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები სათანადო სამედიცინო და საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან ერთად.

2.თუ ფიზიკური პირი ვერ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, მაგრამ მკურნალობის გასაგრძელებლად საჭიროებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტს, ავადმყოფის შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.

3.ფიზიკური პირის ( მათ შორის , საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირის ) მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველო ში შემოტანა , საქართველოდან გატანა ან საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადატანა არ განიხილება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტად , ექსპორტად ან ტრანზიტად .

4.ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3064 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. თავი IV. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ცალკეული სახეობების განხორციელება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ფიზიკურ პირს ( მათ შორის , საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალ ფიზიკურ პირს ) უფლება აქვს, მკურნალობის მიზნით თან იქონიოს ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები სათანადო სამედიცინო და საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან ერთად. 2. თუ ფიზიკური პირი ვერ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, მაგრამ მკურნალობის გასაგრძელებლად საჭიროებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტს, ავადმყოფის შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით. 3. ფიზიკური პირის ( მათ შორის , საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირის ) მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველო ში შემოტანა , საქართველოდან გატანა ან საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადატანა არ განიხილება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტად , ექსპორტად ან ტრანზიტად . 4. ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს 2018 წლის 5  ივლისის  კანონი №3064  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ. თავი IV. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ცალკეული სახეობების განხორციელება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 11 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 და მე-4 პუნქტებში წესის დამდგენი მინისტრისა და სამინისტროს სახელწოდებას დაემატა დევნილთა სფერო.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
212011424²3027161237 (დ…415719
მნიშვნელობით ახლოსნარკოტიკული საშუალებებ…ახალი ფსიქოაქტიური ნივ…წამლისა და ფარმაცევტულ…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საგადასახა…სამართალდაცვით სფეროში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა