Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიმუხლი 11¹

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

მუხლი 11¹. პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსება

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:იმპორტის ლიცენზირებაექსპორტის კონტროლითავდაცვის შესყიდვებიჯანდაცვის ტექნოლოგიებიშეზღუდული საქონელიჯანდაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის საფუძველზე.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო (შემდგომ − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო), ხოლო პიროტექნიკური ნაწარმის უსაფრთხოებისთვის დადგენილი მოთხოვნების ზედამხედველობას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო.

3.ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცალკეული კატეგორიების პიროტექნიკური ნაწარმის შეძენისა და გამოყენების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირს. სპეციალიზებული ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს გასცემს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო. სპეციალიზებული ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4.პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესი და პირობები (მათ შორის, პიროტექნიკური ნაწარმის კატეგორიებად დაყოფა, მისი უსაფრთხოებისთვის დადგენილი მოთხოვნები, აგრეთვე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების, რეალიზაციის, ეტიკეტირებისა და გამოყენების წესები) განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

5.პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №173 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 თებ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 25 მაი. 2012 – 1 თებ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტ/იმპორტის ნებართვასერვისის გვერდი
  • საიმპორტო ნებართვები და ლიცენზიებისერვისის გვერდი
  • სამედიცინო მოწყობილობების რეგისტრაცია (ჯანდაცვის სამინისტრო)სერვისის გვერდი
  • სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №41

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 3ბაზარზე პროდუქტის შეზღუდვის გარეშე დაშვება
  • 62სავარაუდო საფრთხის შემცველი პროდუქტის ბაზარზე განთავსება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 156²პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია ნებართვის/ლიცენზიის გარეშე
  • 156³პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევა
  • 156⁴პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის, შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესების დარღვევა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 9¹სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების, სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების გამცემი ორგანო და მათი გაცემის საფუძველი

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 30სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტი (ექსპორტი)

იარაღის შესახებ

  • 22სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან
  • 17იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობა

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 8 (დანართი 1)სერტიფიკატის გაცემის წესი

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 41სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 12ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22179¹156²156³156⁴12362308 (და…4111¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ლიცენზიებისა და ნებართ…ნარკოტიკული საშუალებებ…პროდუქტის უსაფრთხოების…იარაღის შესახებსამხედრო და ორმაგი დან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026