1.მხოლოდ, საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, განსაზღვროს ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებებისათვის ყოველწლიურად გადასარიცხი თანხის წლიური ჯამური ოდენობა.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხიდან, ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრულ ცალკეულ რელიგიურ გაერთიანებაზე და/ან წარმომადგენლობით საბჭოზე ყოველწლიურად გასაცემი თანხის ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №50 7 - ვებგვერდი, 22 .08.2014წ.

