1.ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ა“ – „ი 1 “ ქვეპუნქტების შესაბამისად, სხვადასხვა უწყებებიდან სააგენტოსათვის მიწოდებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი უწყება.
2.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოსავლების სამსახური პასუხისმგებელია, მემორანდუმით ან ხელშეკრულებით დადგენილი ფორმატით, სააგენტოს სრულად და სწორად მიაწოდოს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაცია. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 26.04.2017წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.

