„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 2 (დანართი 1)

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 4 ნოე. 2014

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ წესის შესაბამისად საქართველოს მთავრობა: ა) საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის  საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი ვალდებულების არარსებობის მიუხედავად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, აცხადებს მზადყოფნას, ამ წესის პირველი მუხლის მე‑3 პუნქტში განსაზღვრულ რელიგიურ გაერთიანებებს ნაწილობრივ აუნაზღაუროს ის მატერიალური და მორალური ზიანი, რომელიც მათ მიადგათ საბჭოთა რეჟიმის დროს; ბ) ადასტურებს, რომ უცნობია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითე­ბული ზიანის ზუსტი ოდენობა და ამდენად ზიანის ანაზღაურება გან­ხო­რ­­ციელდება სიმბოლურად; გ) წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ რელიგიურ გაერთიანებებს მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებს საქართველოს სახელმ­წი­ფო ბიუჯეტიდან თანხის ყოველწლიურად გამოყოფის გზით.

2.იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებებს არ აქვთ სამართლებრივი კავშირი საბჭოთა რეჟიმის დროს დაზარალებულ რელიგიურ გაერთიანებებსა და თემებ­თან, სა­ქართველოს მთავრობა ზიანს აუნაზღაურებს იმ რელიგიურ გაერ­თია­ნებას, რომელიც აღიარებს იმავე რელიგიურ მოძღვრებას და/ან მას აქვს აღმ­სარებლობითი მემკვიდრეობა დაზარალებული რელიგიური გა­ერ­თიანებებისაგან. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №507 - ვებგვერდი, 22.08.2014წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
155162644⁶1509¹1113 (და…1 (და…542 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოში არსებული …შრომითი მოვალეობის შეს…ტერორიზმთან ბრძოლის შე…დისკრიმინაციის ყველა ფ…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა