Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიმუხლი 122¹

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 122¹. თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას გამოიყენება ამ კანონის 122-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმები.

2.თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით.

3.თბილისის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც მთავრობის სახელით სარგებლობაში გადასცემს თბილისის ქონებას.

4.თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, თბილისის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოსათვის ან/და თბილისის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მთავრობის სახელით სარგებლობაში გადასცემს თბილისის ქონებას.

5.სახელმწიფოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებისათვის, სხვა მუნიციპალიტეტისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის (გარდა პოლიტიკური პარტიისა), სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის და სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოსათვის, აგრეთვე თბილისის იმ საწარმოსათვის, რომელშიც თბილისის წილობრივი მონაწილეობა 100 პროცენტზე ნაკლებია, თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობის თანხმობით იღებს მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მთავრობის სახელით სარგებლობაში გადასცემს თბილისის ქონებას.

6.ფიზიკური პირისა და იურიდიული პირისათვის (გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირებისა) თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობით. თბილისის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მთავრობის სახელით სარგებლობაში გადასცემს თბილისის ქონებას.

7.თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) უთანაბრდება ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე.

8.თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობით ან უპირობოდ. თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

9.ამ მუხლის პირველი და მე-4–მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით თბილისის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტის ან თხოვების ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაეცეს სახელმწიფოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს და მუნიციპალიტეტის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოს, აგრეთვე ფიზიკურ პირს ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირს ქონებაზე ინვესტიციის განხორციელების ან/და ხარჯების გაწევის პირობით.

10.თბილისის ქონებით მოსარგებლე, რომელსაც ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მესაკუთრის წარმომადგენლის (რწმუნებულის) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, თბილისის ბიუჯეტში გადაიხადოს ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური, სათანადო პერიოდში ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში თბილისის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან ქონებით სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. აღნიშნული ქონების მიმართ განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №4310 – ვებგვერდი, 24.09.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 24 სექ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 სექ. 2015 – 1 ოქტ. 2015 ტექსტი უცნობია

  2. 19 თებ. 2014 – 24 სექ. 2015 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 122შემდეგი მუხლი 123

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 მაი. 2026 · №81

  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 122

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 127მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა
  • 122მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი
  • 118¹თბილისის ქონების პრივატიზების წესი

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 11¹სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ

  • 7ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი
  • 3ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები
  • 6სახელმწიფო ორგანოსათვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 5ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის ფორმები
  • 19ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

  • 19⁵თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი, ქონებით სარგებლობის ქირის

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 33სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

  • 5ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის ფორმები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19⁵11¹335736122127118¹519122¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფო ქონების პრი…სახელმწიფო საკუთრებაში…აფხაზეთის ავტონომიური …ადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფო ქონების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026 · რედაქცია №81 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026